9898 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SVMJZFF9 გამოქვეყნდა 22 ოქტ 15 ნახვა

ბიზნესპროცესებისა და სტანდარტების მართვის მენეჯერი

მარკეტების ქსელი გვირილა გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ნოე

კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია დინამიურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს, კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესპროცესებისა და სტანდარტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანი:

კომპანიის მასშტაბით ბიზნესპროცესების იდენტიფიცირება, აღწერა, სტანდარტიზაცია, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი.ორგანიზაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება, დეპარტამენტებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების მკაფიო გამიჯვნა და ერთიანი სამუშაო სტანდარტების უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქცია /მოვალეობა:

  • კომპანიაში მოქმედი ბიზნეს პროცესების ანალიზის, ოპტიმიზაციისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში ჩართულობა;
  • კომპანიაში მოქმედი ბიზნეს პროცესების სტანდარტიზაცია, ორგანიზაციის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების სამუშაო აღწერილობების სრულყოფა, მართვა, კონტროლი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრა (კომპანიის შეუფერხებული მუშაობის პირობებში) ბიზნეს პროცესების, სამსახურების ფუნქციონირებისა და სამუშაო აღწერილობების სტანდარტების გასაწერად;
  • როგორც სათაო ოფისში, ისე სავაჭრო ქსელში, საოპერაციო წესრიგის დამყარებისთვის პროცედურების, შესაბამისი დოკუმენტაციის, შაბლონებისა და რეგლამენტების შედგენა-დამტკიცება;
  • ბიზნეს პროცესის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და რეალიზებაში დახმარება;
  • კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესის წარუმატებლობის მიზეზების კვლევა - კომპანიის მუშაობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მათი გაჩენის პირველწყაროების ძიება და დროული გამოსწორება;
  • ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება;
  • ბიზნეს პროცესების შესაბამისობის სპეციალისტების, სავაჭრო ქსელში, ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგში ჩართულობის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით.
  • ბიზნესპროცესების მართვის, ოპერაციული მართვის, ხარისხის მართვის ან ორგანიზაციული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
  • ბიზნესპროცესების აღწერისა და დოკუმენტირების გამოცდილება.
  • ანალიტიკური აზროვნებისა და პროცესების გაუმჯობესების უნარი.
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის და კორდინაციის უნარი
  • MS Office-ის და Excel-ის ცოდნა.
  • სასურველია რითეილ სექტორში ან მრავალფილიალიან კომპანიაში მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
  • კომფორტულ და მეგობრულ გუნდს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილის მეურნეობა, ახ.მელაშვილის ქ N2 (სათავო ოფისი) ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დიასახლისი

ახალი
Oompa Loompa თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
22 ოქტ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

გაყიდვებისა და მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

ახალი
ბორბალო თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
22 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა