IT მხარდაჭერის სპეციალისტი
კომპანია "ITConnect" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და დიაგნოსტირება;
** საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და თიქეთების მართვა;
** მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტების განხორციელება;
** სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია და დიაგნოსტირება;
** საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერული ტექნიკის შერჩევა, აწყობა და გამართვა;
** Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება;
** მონიტორინგის სისტემის მართვა, მოწყობილობებისა და სენსორების კონფიგურაცია;
** Dashboard-ებისა და Alert-ების ადმინისტრირება;
** სერვერებისა და ფაილ-სანახების Offline ბექაფების აღება, აღდგენა და მონიტორინგი;
** ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია;
** ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია;
** სისტემის ლოგების შემოწმება, ანალიზი და პრობლემებზე დროული რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე კაბელის გაყვანა და ტექნიკის მონტაჟი;
** კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით;
** კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელური მოწყობილობების კარგი ცოდნა;
** Helpdesk და მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ვიდეოკამერებისა და IT ინფრასტრუქტურის კონფიგურაციის/დიაგნოსტირების ცოდნა;
** ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაციის ცოდნა;
** ბექაფებისა და სისტემური ლოგების მართვის გამოცდილება;
** ტექნიკური პრობლემების სწრაფად დიაგნოსტირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
** პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაციის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.