9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SY72RTM0 გამოქვეყნდა 16 ოქტ 40 ნახვა

ქოლცენტრის ოპერატორი

მაქსთერმი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1300 / თვეში −13% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,497 ₾ · 31 განცხადება ბოლო ვადა: 31 ოქტ

შპს "მაქსთერმ სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.149 გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 6 დღე დასვენების დღე - ორშაბათი, კვირა - მოკლე სამუშაო დღე ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სერვისის განყოფილებაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
  • შემოსული ზარების და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაციის სრულყოფილად რეგისტრირება სისტემაში, შემოსული გამოძახებების საფუძველზე განრიგის შედგენა და ტექნიკოსებთან დროული გადამისამართება (როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით);
  • გამოძახების ჩანიშვნა და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება;
  • მომხმარებელთან დაკავშირება და სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მოძიება;
  • შემოსული დოკუმენტაციის (საგარანტიო ტალონების) პროგრამაში დროული ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და დროული რეაგირება;
  • ექსელში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი.

ვაკანსიის განთავსების ვადა: 16.10.2026-დან 2 კვირის ვადით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა