9748 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

SZ8Y48MG გამოქვეყნდა 22 ოქტ 11 ნახვა

პანექსი

პანექსი

წარმოების აღრიცხვისა და დაგეგმვის სპეციალისტი

პანექსი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1700 / თვეში ბოლო ვადა: 20 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან აწარმოებს პოლიურეთანის სენდვიჩპანელებს და საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მუდმივად ვითარდება, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, აფართოებს საწარმოო შესაძლებლობებს და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას. ჩვენი წარმატების საფუძველი პროფესიონალი და მოტივირებული გუნდია. ვქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და ხელს ვუწყობთ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას. შემოუერთდი „პანექსის“ გუნდს და გახდი თანამედროვე ინდუსტრიული წარმოების განვითარების ნაწილი!

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი კომპანია სს „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღრიცხვისა და დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - საწარმოო პროცესისთვის საჭირო ნედლეულისა და მასალების რაოდენობის დაგეგმვაში მონაწილეობა; - წარმოებაში გამოყენებული ნედლეულისა და სახარჯი მასალების მოძრაობის მონიტორინგი და აღრიცხვა; - წარმოების ოპერაციებისა და ფაქტობრივად გამოყენებული ნედლეულის აღრიცხვა; - ფაქტობრივი დანახარჯების დადგენილ ნორმატივებთან შედარება და გადახრების გამოვლენა; - მასალების ჩამოწერისთვის საჭირო მონაცემებისა და შესაბამისი აქტების მომზადება; - ნედლეულისა და სახარჯი მასალების პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; - კლიენტებისთვის გადაცემული პროდუქციის რაოდენობრივი აღრიცხვა და შესაბამის დოკუმენტაციასთან გადამოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ან პროფესიული განათლება — სასურველია ტექნიკური, საინჟინრო, ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით; - საწარმოო, სააღრიცხვო, დაგეგმვის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა; - მონაცემების დამუშავების, ანგარიშგების მომზადებისა და ანალიზის უნარი; - მასალების ხარჯვის ნორმატივებთან მუშაობის ცოდნა ან შესაბამისი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - საწარმოო ან სასაწყობე აღრიცხვის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და პროფესიული უნარები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - მონაცემებთან და ციფრებთან ეფექტურად მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა; - გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - შედეგზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება: 1 700 ლარი (ხელზე ასაღები); ბენეფიტი: კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა; სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი–წითელი ხიდის გზატკეცილის მე-17 კმ; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/d6bR82Tc

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა