8,818 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

T059M3J0 გამოქვეყნდა 22 სექ 2 ნახვა

ტექნო კრედიტ პლიუსი

ტექნო კრედიტ პლიუსი

მოლარე-ოპერატორი

ტექნო კრედიტ პლიუსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1100 / თვეში ბოლო ვადა: 16 ოქტ

"ტექნო კრედიტ პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 35-40 საათი, სამუშაო გრაფიკი - ცვლების მიხედვით (10:00-16:00 და 16:00-22:00) ანაზღაურება: 1100 ლარი + საბონუსე სისტემა (400-500)

კომპანია ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნო კრედიტ პლიუსი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით, არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

კომპანიის ვებ-გვერდი - https://technocredit.ge

კომპანიის ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • განვითარების საშუალება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მსესხებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით
  • მსესხებლის ინფორმირება სესხთან დაკავშირებული პირობების შესახებ
  • დასალობმარდებელი ნივთის შემოწმება, დაზიანებისა და გაუმართაობის აღმოჩენა
  • დასალომბარდებელი ნივთის შეფასებისთვის კომუნიკაცია შემფასებელთან
  • ხელშეკრულების გაფორმება და ყველა საჭირო დოკუმენტაციის არსებობის უზრუნველყოფა
  • დალომბარდებული ნივთების შენახვა სათანადო პირობებში, შეფუთვა, დანომვრა და დროებითი შენახვის ადგილზე განთავსება
  • ნაღდი ფულის მართვა, დათვლა, აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:

  • აკადემიური განათლება
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრამდე. გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ტექნო კრედიტ პლიუსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა