8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

T75PHM2R გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

Odoo ბიზნეს ანალიტიკოსი

Match Up Consulting გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
₾3000 / თვეში ბოლო ვადა:

თუ გაქვს მინიმუმ 10 პროექტის და 2 წლიანი გამოცდილება odoo-ში მუშაობის, გაქვს უნარი და გამოცდილება გაანალიზო კლიენტის საჭიროებები, მართო პროექტის სრული ციკლი და ჩაატარო ტრენინგები მომხმარებლებისთვის - Match UP Consulting-ის პარტნიორ კომპანიაში Odoo ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე შენ გეძებთ!

მთავარი მიზანი იქნება: კლიენტის ბიზნეს-პროცესების გაანალიზება და Odoo-ში დანერგვა, გუნდის დატრენინგება სისტემის ეფექტური და დამოუკიდებელი გამოყენებისთვის.

შენთვის საინტერესო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული: 3000 ლარი + ბონუსი ** საშუალო ჯამური შემოსავალი: 4000+ ლარი თვეში ** სამუშო ფორმატი: ჰიბრიდული; ორშ-პარ 11:00-19:00; ლოკაცია- ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. ** პროფესიულ განვითარებასა და ზრდის შესაძლებლობა ** სამუშაო გარემო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება:

** პროექტის იმპლემენტაცია: კლიენტის სამუშაო პროცესების ანალიზი, ბიზნეს საჭიროებების ანალიზი, პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმალური კონფიგურაციის შეთავაზება, მოდულების გამართვა (CRM, ბუღალტერია, მარაგების მართვა და სხვა), დეველოპმენტის კოორდინაცია და პროექტის ვადების მართვა. ** კლიენტის მომზადება პროექტისთვის: დამკვეთის გუნდების ინფორმირება და დატრენინგება, პროგრამული უზრუნველყოფის წარმატებული ათვისების უზრუნველსაყოფად. ** რისკების იდენტიფიცირება და რეპორტინგი: რისკების იდენტიფიცირება და მართვა პროექტის მიმდინარეობისას; პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება ** მოთხოვნების ანალიზი & GAP ანალიზი: კლიენტის ბიზნეს-პროცესების შესწავლა, Odoo-ს სტანდარტულ შესაძლებლობებთან შედარება და ფუნქციონალური დავალებების მომზადება. ** მესამე მხარესთან თანამშრომლობა: მესამე მხარის სისტემებთან (RS.ge, ბანკები და ა.შ.) ინტეგრაციების დაგეგმვა და ვადების მართვა. ** მონაცემთა მიგრაცია & QA: საწყისი მონაცემთა მიგრაციის მართვა და შემუშავებული ფუნქციონალის გატესტვა კლიენტთან ჩაბარებამდე. ** კლიენტის მომზადება & Go-Live: გუნდების დატრენინგება, სისტემის ჩაბარება და გაშვების შემდგომი (Go-Live) მხარდაჭერა.

აუცილებლად დაგჭირდება:

** მინიმუმ 10 Odoo პროექტის შესრულების გამოცდილება ** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ** პროექტის მენეჯმენტის მტკიცე უნარები და მეთოდოლოგიების ცოდნა (Kanban, Scrum/Agile) ** პროექტის მართვის სისტემების ცოდნა (Jira, Trello ან მსგავსი ინსტრუმენტები) ** LLM მოდელებთან მუშაობის გამოცდილება ** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი ** გუნდის მართვისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები

თუ გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს და გაქვს საჭირო გამოცდილება ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/P5fKZ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Match Up Consulting
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის