იმპორტის მენეჯერი
"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/
"MS holding" გეძებს შენ იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე
რისი გაკეთება მოგიწევს?
** არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, მიწოდების გრაფიკის შესახებ ინფორმაციის მიღება;
** ტვირთის მზაობის თარიღზე დაყრდნობით, საერთაშორისო გადაზიდვის დაგეგმვა (საზღვაო კონტეინერი, სახმელეთო ტრანსპორტი და ა.შ.);
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, ფასების მოკვლევა და საუკეთესო ტარიფების შეთანხმება;
** ტრანსპორტირების დაჯავშნა და პროცესის სრული კოორდინაცია;
** გადაზიდვისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის (სერტიფიკატები ან ა.შ) მომწოდებლისგან/გადამზიდველისგან დროულად მიღების და სისწორის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნა;
** ტვირთის მოძრაობის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი და მოსალოდნელი შეფერხებების შესახებ შესაბამისი გუნდების ინფორმირება;
** განბაჟებისთვის საჭირო სრული და კორექტული დოკუმენტაციის მომზადება;
** იმპორტის დეკლარაციის შევსების სისწორის კონტროლი;
** ტვირთის კომპანიის ცენტრალურ საწყობში ტრანსპორტირების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია APEX პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქ. # 4;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00 საათი. შაბათ-კვირას დასვენება;
** ანაზღაურება: საწყისი 2000 ₾
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.