ბუღალტერი
"ოდა ქორთიარდ კოლექშენი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: 2000 - 3000 ლარი NET (ხელზე ასაღები) — განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-დან 19:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო ფორმატი: მხოლოდ ოფისიდან (ადგილზე). დისტანციური ან ჰიბრიდული მუშაობის ფორმატი არ განიხილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტრული ოპერაციები: ბუღალტრული გატარებების შესრულება, მონიტორინგი და ანგარიშების დახურვა;
- ფინანსური მართვა: საბანკო ოპერაციების წარმოება, გადარიცხვების მართვა, მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა;
- აქტივებისა და ხარჯების კონტროლი: ხარჯების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (ცვეთის დარიცხვა და დამუშავება);
- საგადასახადო და დოკუმენტალური უზრუნველყოფა: ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების (ა.ფ.) ატვირთვა/კონტროლი RS.ge-ზე; ხელფასების დარიცხვა;
- სპეციფიკური ოპერაციები: იმპორტის ოპერაციების სრული აღრიცხვა და შესაბამისი გატარებები;
- ანგარიშგება და დეკლარირება: ფინანსური ანგარიშგების შედგენა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობა;
- სხვა დავალებები: მთავარი ბუღალტრის მიერ განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
- გამოცდილება: მინიმუმ 1-2 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის სფეროში;
- პროგრამული უზრუნველყოფა: საბუღალტრო პროგრამებში ORIS 5 / ORIS 7 მუშაობის გამოცდილება და Microsoft Office-ის (Word, Excel) მაღალ დონეზე ფლობა;
- საკანონმდებლო ბაზა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების კარგი ცოდნა;
- სერტიფიკატები: ACCA-ის პირველი დონის ფლობა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა, დისციპლინა, თავდადება და დროის სწორი მართვა;
- რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად (Multitasking) და წინასწარ გაწერილ ვადებში (Deadline) მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: 2000 - 3000 ლარი NET (კვალიფიკაციის შესაბამისად);
- სტაბილურ, მზარდ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- გუნდს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და განვითარებაზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ბუღალტერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.