9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

TB7RMAHV გამოქვეყნდა 12 ოქტ 43 ნახვა

გერგილი

გერგილი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი / შრომის უსაფრთხოების სტაჟიორი

გერგილი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ნოე

გარემოს დაცვითი და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „გერგილი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტსა და შრომის უსაფრთხოების სტაჟიორის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინებით) სამუშაო გრაფიკი: სრული შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი:

მოთხოვნები: - სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი/დიპლომი; - სასურველია 1–2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. - სასურველია ინგლისური ენის (B 1 – B 2 დონე) ცოდნა; - საოფისე პროგრამების ცოდნა; - აუცილებელია წერითი უნარების დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა; - სავალდებულოა მართვის მოწმობა და მანქანის მართვის ცოდნა.

ფუნქციები:

  • საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების შემუშავება და კონტროლი;
  • ობიექტების ინსპექტირება, საფრთხეების და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავება;
  • კანონდებლობით მოთხოვნილი სრული შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოება და პროცედურების შემუშავებაში ხელშეწყობა;
  • დასაქმებულთა ტრენინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან მიმართებაში;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი;
  • დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურების გატარება.

შრომის უსაფრთხოების სტაჟიორი:

მოთხოვნები: - სასურველია შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის სერტიფიკატი ან დიპლომი ან/და შესაბამის აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლა და მისი დასრულების ეტაპზე ყოფნა. - სასურველია ინგლისური ენის (B 1 – B 2 დონე) ცოდნა; - საოფისე პროგრამების ცოდნა; - სასურველია წერითი უნარების დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა; - აუცილებელია მართვის მოწმობა და მანქანის მართვის ცოდნა.

ფუნქციები: მონაწილეობა მიიღოს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხების შემუშავებაში: - შრომის უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა პროცედურების გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენების პროცესში მონაწილეობა; - შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა, მენტორის/პასუხისმგებელი სპეციალისტის ზედამხედველობით; - ობიექტების ინსპექტირების პროცესში მონაწილეობა და არსებული საფრთხეებისა და რისკების იდენტიფიცირებაში დახმარება; - რისკების შეფასებისა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავების პროცესში მონაწილეობა; - შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადებასა და განახლებაში მონაწილეობა; - დასაქმებულთა ინსტრუქტაჟებისა და ტრენინგების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა; - გამოცდილ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებთან ერთად პრაქტიკული დავალებების შესრულება და პროფესიული გამოცდილების მიღება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი/დიპლომი ან სწავლის დამადასტურებელი საბუთი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა