ცურვის მწვრთნელი
საერთაშორისო ცურვის სკოლა "Piranha" ეძებს ცურვის მწვრთნელს.
ვალდებულებები
- ბავშვებისა (2, 5 წლიდან) და მოზრდილების ცურვის სწავლება — როგორც ჯგუფში, ისე ინდივიდუალურად.
- გაკვეთილების დროს ბავშვებთან ერთად წყალში ყოფნა.
- სასწავლო ონლაინ-შეხვედრებში მონაწილეობა.
- წყალში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პირობები
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
- კარგი ანაზღაურება.
- უფასო ტრენინგები და პროფესიული მხარდაჭერა ყველა ეტაპზე.
- მეგობრული გუნდი და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
მოთხოვნები
- ბავშვებისა და მოზრდილების სიყვარული, პროფესიის პატივისცემა და განვითარების გულწრფელი სურვილი.
- ბავშვებთან ადვილად კონტაქტის დამყარებისა და გუნდში მუშაობის უნარი.
- აუცილებელია ქართული და რუსული ენების ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე. წერილის თემის ველში მიუთითეთ: ვაკანსია — ცურვის მწვრთნელი (ბათუმი)