7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TKQ71WSP გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცრი

IK Consulting via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
₾2500 / თვეში ბოლო ვადა:

საქართველოს HR პროფესიონალთა ასოციაცია (HRPA • Georgia) აცხადებს ვაკანსიას პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ინფორმაცია პოზიციის შესახებ: - პოზიციის დასახელება: პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცერი (Programs and Operations Officer) - უშუალო დაქვემდებარება: ასოციაციის პრეზიდენტი - ანგარიშვალდებულია: ასოციაციის პრეზიდენტისა და სენატის წინაშე - დაქვემდებარებული პოზიციები და აუთსორს ფუნქციები: - სერვისების ოფიცერი; - კორპორაციულ წევრებთან ურთიერთობის მენეჯერი; - მარკეტინგისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის (PR) კოორდინატორი; - ადმინისტრაციული, საქმიწარმოებისა და ლოგისტიკის კოორდინატორი. - დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი - ანაზღაურება: 2 500 ლარი (ხელზე ასაღები) - დამატებით პროექტებში ჩართულობისთვის ცალკე ანაზღაურებისა და წლის ბოლოს შედეგებზე დაფუძნებული ბონუსის შესაძლებლობა.

პოზიციის ზოგადი დახასიათება პროგრამებისა და ოპერაციების ოფიცერი: - უზრუნველყოფს ასოციაციის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების გამართულ მართვას; - სტრატეგიულ მიზნებს გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმებად და რეალურ შედეგებად; - მხარს უჭერს კომიტეტების ფორმირებასა და გაძლიერებას და კოორდინაციას უწევს პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას; - პარალელურად მართავს რამდენიმე პროექტსა და პროცესს, სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და იცავს შეთანხმებულ ვადებს; - ეფექტიანად თანამშრომლობს განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებთან და კომუნიკაციას წარმართავს მკაფიოდ, საქმიანად და კონსტრუქციულად; - აანალიზებს ინფორმაციას და დროულად ავლენს პრობლემებსა და რისკებს; - დამოუკიდებლად მუშაობს და პასუხისმგებლობას იღებს მიღებულ შედეგებზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები პროგრამებისა და პროექტების მართვა - ასოციაციის პროგრამების, პროექტების, კონფერენციებისა და სხვა ფორმატის ღონისძიებების სრული ციკლის მართვა - დაგეგმვა, საოპერაციო, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური კოორდინაცია, განხორციელება, პროგრესისა და ბიუჯეტის მონიტორინგი, შედეგების შეფასება და ანგარიშგება. - ევროპის HR ასოციაციასთან თანამშრომლობა და ერთობლივი ინიციატივების კოორდინაცია.

კომიტეტების მხარდაჭერა - კომიტეტების სამუშაო გეგმების, შეხვედრებისა და ინიციატივების საოპერაციო, ადმინისტრაციული და ლოგისტიკური მხარდაჭერა; - შეთანხმებული დავალებებისა და ვადების მონიტორინგი და კომიტეტებს, გუნდს, პრეზიდენტსა და სენატს შორის ინფორმაციის დროული გაცვლის უზრუნველყოფა.

გუნდისა და ყოველდღიური ოპერაციების მართვა - სერვისების ოფიცრისა და კორპორაციულ წევრებთან ურთიერთობის მენეჯერის საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი; - ყოველდღიური ოპერაციების, შიდა პროცესებისა და გუნდებს შორის კომუნიკაციის გამართული მართვა; - აუთსორსინგული მომსახურებების, მოწვეული ექსპერტების, კონსულტანტების, ფრილანსერების, კონტრაქტორი კომპანიებისა და მომწოდებლების საქმიანობის კოორდინაცია და შეთანხმებული პირობების, ვადებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი.

წევრებთან ურთიერთობა, CRM და საწევრო პროცესების მართვა - წევრობის განაცხადების, ახალი წევრების მიღების, წევრობის განახლებისა და შეწყვეტის პროცესების კოორდინაცია; - CRM-ში წევრთა მონაცემების სრულად, ზუსტად და განახლებულად წარმოების მონიტორინგი; - საწევრო გადასახადების სტატუსის მონიტორინგი და შესაბამის თანამშრომლებთან და ბუღალტრულ მომსახურებასთან კოორდინაცია; - ასოციაციის წევრების უკუკავშირის, საჭიროებებისა და ინიციატივების ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა; - წევრების დროული ინფორმირება და მათი კმაყოფილებისა და ჩართულობის მონიტორინგი; - წევრობასთან და ჩართულობასთან დაკავშირებული რისკების დროული გაზიარება პრეზიდენტსა და სენატთან.

მარკეტინგი, PR და კომუნიკაცია - ასოციაციის მარკეტინგული, PR და ბრენდინგთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია; - შიდა და გარე საკომუნიკაციო არხებით ინფორმაციის დროული, თანმიმდევრული და ასოციაციის ბრენდთან შესაბამისი გავრცელების უზრუნველყოფა; - შესაბამის კომიტეტებთან, ექსპერტებთან და გარე მომსახურების მიმწოდებლებთან თანამშრომლობის კოორდინაცია.

პარტნიორული ურთიერთობები - პოტენციური პარტნიორების, ასევე საგრანტო, სპონსორული და სხვა სახის თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მხარდაჭერის მოზიდვის ხელშეწყობა; - პრეზიდენტთან, სენატთან და კომიტეტებთან შეთანხმებით პარტნიორებთან კომუნიკაციის კოორდინაცია.

ფინანსური კოორდინაცია, ბიუჯეტირება და მმართველობითი ანგარიშგება - ასოციაციის ბიუჯეტის მომზადებისა და მისი შესრულების მონიტორინგის კოორდინაცია; - შემოსავლების, ხარჯების, ვალდებულებებისა და პროგრამების ბიუჯეტების მონიტორინგი და ფინანსური რისკების დროული იდენტიფიცირება; - ბუღალტრულ კომპანიასთან თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის სისწორისა და ანგარიშგების დროული მომზადების უზრუნველსაყოფად; - პრეზიდენტისა და სენატისთვის ფინანსური მდგომარეობის, პროგრამების მიმდინარეობის, წევრების ჩართულობისა და საოპერაციო რისკების შესახებ პერიოდული მმართველობითი ანგარიშების წარდგენა.

შესყიდვები და წარმომადგენლობა - შესყიდვების პროცესის ორგანიზება: მომწოდებლების მოძიება, შეთავაზებების შედარება და მომსახურების ხარისხის კონტროლი; - დელეგირებული უფლებამოსილებისა და ფინანსური ლიმიტების ფარგლებში ასოციაციის ინტერესების წარმოდგენა შესაბამის ორგანიზაციებთან ურთიერთობისას და შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საზოგადოებრივი ურთიერთობების, სოციალური მეცნიერებების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით; - პროექტების, პროგრამების ან საოპერაციო პროცესების მართვის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; - პროექტის სრული ციკლის - დაგეგმვის, ბიუჯეტირების, განხორციელების, მონიტორინგისა და შედეგების შეფასების - მართვის გამოცდილება; - გუნდის წევრების, სამუშაო ჯგუფების ან კონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაციის გამოცდილება; - ბიუჯეტებთან, ფინანსურ მონიტორინგსა და მმართველობით ანგარიშგებასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; - ქართული ენის გამართულად ფლობა ზეპირად და წერილობით; - საოფისე პროგრამებთან, ონლაინ თანამშრომლობის პლატფორმებთან და პროექტების მართვის ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი; - საგრანტო პროექტებთან, სპონსორებთან ან პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - პროფესიულ ასოციაციაში, წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში, არასამთავრობო სექტორში ან საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უ

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
IK Consulting
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა