9770 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

TPSAD479 გამოქვეყნდა 15 ოქტ 51 ნახვა

სავაჭრო ცენტრის მიმღები-ოპერატორი

აი ჯი დეველოფმენტი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე

შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომლის საკუთრებაშია ქ. თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი", აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრის მიმღები-ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: სითი მოლი საბურთალო / სითი მოლი გლდანი სამუშო განაკვეთი: დღეგამოშვებით

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ცენტრში შემოსული მომხმარებლების დახმარება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის ინფორმირება სავაჭრო ცენტრში არსებული/განთავსებული ბრენდების, მათ შორის მაღაზიების, სტენდების, კუნძულების, აფთიაქის, ბანკების, სალონის, სპორტდარბაზის, კინოს, ჰიპერმარკეტის/მარკეტის შესახებ;
  • დეტალური ინფორმაციის ცოდნა სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებადი სასაჩუქრე ბარათების, მათი პირობების (მათ შორის აქტივაცია, გამოყენება, გასაჩუქრების წესი და აშ.) შესახებ;
  • მომხმარებლებისთვის დახმარება სასაჩუქრე ბარათის გააქტიურებასა და თანხის ჩარიცხვაში;
  • სატელეფონო ზარების მიღება და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • საინფორმაციო სივრცის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურისთვის მყისიერი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლის მიერ დაკარგული ნივთის შესახებ, მათ შორის, მომხმარებლის/მესამე პირის მიერ ნაპოვნი ნივთის მოფრთხილება და აღნიშნულ ნივთთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება დაცვის სამსახურის უფროსისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

დამატებითი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს და დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა