დირექტორის თანაშემწე
"სანმედი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწს პოზიციაზე.
სტრატეგიული და ოპერაციული მართვა
** დირექტორის არყოფნის პერიოდში მისი ფუნქცია-მოვალეობების სრულად შეთავსება და ორგანიზაციის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა.
** კომპანიის/ცენტრის სტრატეგიული მიზნების დაგეგმვაში, შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
** მიმდინარე საოპერაციო პროცესების ზედამხედველობა და ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი.
გუნდისა და დეპარტამენტების კოორდინაცია
** თანამშრომელთა/სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციასა და მათთვის კონკრეტული ამოცანების გადანაწილება.
** შიდაპროცესუალური და თანამშრომლებს შორის წამოჭრილი პრობლემური/კონფლიქტური სიტუაციების ოპერატიულად მოგვარება.
** გუნდის პროდუქტიულობაზე, მოტივაციასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე კონტროლი.
ხარისხის კონტროლი და განვითარება
** ორგანიზაციის მომსახურების/პროგრამების ხარისხის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი.
** ახალი ინიციატივების, პროექტებისა და პროცესების ოპტიმიზაციის იდეების შემუშავება და დანერგვა.
** შიდა რეგულაციების, ინსტრუქციებისა და პროტოკოლების დაცვის უზრუნველყოფა.
წარმომადგენლობითი და კომუნიკაციის ფუნქცია
** ორგანიზაციის ინტერესების წარდგენა მესამე პირებთან, პარტნიორებთან, სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებისას.
** მნიშვნელოვან შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მონაწილეობა (ან დირექტორის ჩანაცვლება).
ანგარიშგება: გაწეული საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ დირექტორისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება.
სასურველია დაინტერესებულ პირს ჰქონდეს სამედიცინო სფეროში გამოცდილება და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გადმოაგზავნონ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.