პროექტის მენეჯერი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის დაგეგმვა — პროექტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, მათ შორის, საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმება. პროექტის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკის შემუშავება სამუშაოების თანმიმდევრობის, ვადების, ძირითადი ეტაპებისა და საკვანძო ვადების (Milestones) განსაზღვრით; ხარჯებისა და ფინანსური გრაფიკების შემუშავება.
** სამშენებლო პროცესის მართვა — სამშენებლო პროცესის ყოველდღიური მართვა და კოორდინაცია, მათ შორის, სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან, საპროექტო დოკუმენტაციასთან და ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი, გრაფიკის რეგულარული განახლება ფაქტობრივი პროგრესის შესაბამისად, დაგეგმილი და ფაქტობრივი შესრულებული სამუშაოს შედარება, ტექნიკური საკითხების დროული იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტის უზრუნველყოფა.
** გუნდისა და ქვეკონტრაქტორების მართვა — პროექტის გუნდის, ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების საქმიანობის კოორდინაცია, პასუხისმგებლობებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი.
** სახელშეკრულებო და დოკუმენტური მართვა — პროექტის სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისა და ოფიციალური დოკუმენტბრუნვის მართვა, მათ შორის, RFI-ების, სახელშეკრულებო კორესპონდენციისა და პროექტში ჩართულ მხარეებთან — დამკვეთთან, ზედამხედველთან, დიზაინერებთან და ქვეკონტრაქტორებთან — ოფიციალური კომუნიკაციის კოორდინაცია.
** ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვა — პროექტის ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვა და კონტროლი, მათ შორის, შესრულებული სამუშაოების აღრიცხვისა და დამკვეთთან დადასტურების კოორდინაცია, ბიუჯეტის, ყოველთვიური და კვარტლური ფინანსური შედეგების კონტროლი, ფაქტობრივი და მოსალოდნელი ხარჯების მონიტორინგი, ფინანსური დახურვის პროცესში მონაწილეობა და სასაწყობე ნაშთების ეფექტური მართვა.
** რისკების მართვა — პროექტის ვადებთან, ბიუჯეტთან, ხარისხთან, ტექნიკურ და სახელშეკრულებო საკითხებთან დაკავშირებული რისკების დროული იდენტიფიცირება, შეფასება და შესაბამისი პრევენციული/მაკორექტირებელი ღონისძიებების კოორდინაცია.
** შრომის უსაფრთხოება (HSE) — პროექტზე შრომის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი და ობიექტზე მოქმედი უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაციით.
** პროექტის დასრულება და საგარანტიო პერიოდი — პროექტის დასრულებისა და საგარანტიო პერიოდის მართვა, მათ შორის, ხარვეზების აღმოფხვრის, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებისა და დამკვეთისთვის გადაცემის კოორდინაცია, პროექტის ფინანსური და მატერიალური დახურვა და საგარანტიო ვალდებულებების შესრულების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით — სულ მცირე, ბაკალავრის ხარისხი, მაგისტრის ხარისხი და დამატებითი განათლება პროექტების მართვის მიმართულებით, პროფესიული კვალიფიკაცია ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება: პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიანი და მსხვილი სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება;
** სახელშეკრულებო ცოდნა: სამშენებლო კონტრაქტების მართვის ცოდნა; FIDIC-ის ტიპის კონტრაქტების ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ენები: ქართული — თავისუფლად; ინგლისური — მინიმუმ, B2 დონე; რუსული ან/და თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამები: აუცილებელია Primavera P6 ან MS Project, AutoCAD და MS Office; Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პროფესიული უნარები: პროექტის დაგეგმვის, ბიუჯეტისა და ვადების კონტროლის, გუნდისა და ქვეკონტრაქტორების მართვის, რისკების იდენტიფიცირებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** ლიდერული უნარები: გუნდის მართვის, პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობების დელეგირებისა და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური უნარები: პროექტის ტექნიკური, ფინანსური და საოპერაციო ინფორმაციის ანალიზისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარი;
** კომუნიკაცია და მოლაპარაკებები: ეფექტური პროფესიული მოლაპარაკების წარმოებისა და პროექტიდან გამომდინარე სხვადასხვა ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე:. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პროექტის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2026.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.