ბექ ოფისის უმცროსი სპეციალისტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბექ ოფისის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 20:00 შესვენება: 1 საათი დასვენების დღეები: შაბათი და კვირა ანაზღაურება: 1, 500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- უცხოელ მომწოდებლებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;
- Excel-ში მონაცემების დამუშავება, განახლება და ანგარიშების მომზადება;
- სხვადასხვა საოფისე პროგრამაში მუშაობა;
- ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და საჭირო მონაცემების შეგროვება;
- დოკუმენტაციის მოწესრიგება და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული ყოველდღიური ოპერაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერა და საუბარი);
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების თავდაჯერებული გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული პოზიცია თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.