8,791 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

TTSMYHFW გამოქვეყნდა 23 სექ 9 ნახვა

კია საქართველო

კია საქართველო

საგარანტიო შემთხვევების მენეჯერი

კია საქართველო გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

კორეული საავტომობილო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "კია საქართველო" ეძებს გუნდის ახალ წევრს საგარანტიო შემთხვევების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათი 10:00-დან 16:00 სთ.-მდე ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი მისამართი: ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #84 ვებსაიტი: https://www.kia.com/ge/

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

  • საგარანტიო შემთხვევით შემოსული მომხმარებლისთვის სერვისის მიწოდების სრული პროცესის კურირება და მონიტორინგი;
  • მომხმარებლის საჩივრის გადამოწმება და განაცხადის შევსება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით;
  • პრობლემური საკითხის დეტალური შესწავლა, პრობლემის სრულყოფილად იდენტიფიცირებისთვის;
  • პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ ავტომობილის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
  • საგარანტიო შემთხვევისათვის ან სხვა საჭიროებისამებრ სათადარიგო ნაწილების შეკვეთა და მოწოდების პროცესის მონიტორინგი;
  • გამოვლენილი პრობლემის გადამოწმება ქარხნის პორტალზე, მისი გადაწყვეტის გზის უკვე არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციის გაცნობა და ასევე მიწოდება შესაბამისი სპეციალისტისათვის;
  • სერვისში შესრულებული სამუშაოების კონტროლი, ქარხნის რეკომენდაციების დაცვით;
  • ქარხნის რეკომენდაციის მიხედვით სახარჯი და სათადარიგო მასალების გამოყენების მონიტორინგი;
  • ტექნიკურ საკითხებზე, ქარხანასთან კომუნიკაცია ელექტრონული პორტალის საშუალებით;
  • საგარანტიო შემთხვევების მართვის დასრულებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და მათი სწორად შევსება;
  • სერვისის დასრულების შემდეგ აღდგენილი ავტომობილის დაბრუნება სერვისის მენეჯერთან;
  • სათადარიგო ნაწილების შეკვეთა მომწოდებელთან და მოწოდების პროცესის მონიტორინგი;
  • ბრენდის მიერ დადგენილი საგარანტიო პოლიტიკის სხვა მოთხოვნებიდან გამომდინარე ფუნქციების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა საავტომობილო ინდუსტრიაში, საავტომობილო ბრენდში ავტობრენდის საგარანტიო შემთხვევების მართვის გამოცდილება;
  • სავალდებულოა საავტომობილო ინდუსტრიაში, ავტოსერვისში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • microsoft office ცოდნა

სხვა მოთხოვნები:

  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევების ფლობა;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

შერჩევის ეტაპი:

  • გასაუბრების პირველი ეტაპი (დისტანციურად);
  • გასაუბრების მეორე ეტაპი

თუ ფიქრობთ, რომ ფლობთ შესაბამის უნარებს, კომპეტენციებსა და გამოცდილებას, შემოგვიერთდით. ჩვენ გთავაზობთ, მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - საგარანტიო შემთხვევების სპეციალისტი.

"კია საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

"კია საქართველოში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კია საქართველო
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა