წარმოების დაგეგმვის მენეჯერი
მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 10 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე,
კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.
"ფაბრიკონი" პიონერია კონვეიერული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მის საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.
"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.
"ფაბრიკონი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დაგეგმვის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაქვთ ანალიტიკური აზროვნება, წარმოების პროცესების მართვის გამოცდილება და გსურთ საწარმოს ეფექტიანობის ზრდაში წვლილის შეტანა — გელოდებით.
ლოკაცია: თბილისი, დიდი ლილო დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ფუნქციები და მოვალეობები:
- საწარმოს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი დატვირთვის კონტროლი, ანგარიშგება და მასთან დაკავშირებული საკითხების ინიციირება
- პროექტებისა და პროდუქტების შრომითი დანახარჯების შეფასება და ანგარიშგება
- პროდუქტების წარმოების შრომითი დანახარჯების ნორმების მონიტორინგი და სრულყოფა
- წარმოების ყოველდღიური და საშუალოვადიანი გეგმების შედგენა, ვადების მართვა
- მოხელეების დღიური ანგარიშების კონტროლი, სტატუსების გადამოწმება და სისტემაში ასახული ინფორმაციის ფაქტობრივ მდგომარეობასთან თანხვედრის უზრუნველყოფა
- წარმოებაში ჩასაშვები პროდუქტების წარმოების ციკლის წინასწარი შეფასება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და დაგეგმვა
- მოხელეების მიერ ინიციირებული საკითხების მართვა
- მოხელეებისა და საწარმოო უბნების ეფექტიანობის შეფასება, ანალიზი და ანგარიშგება
- მოხელეების ვაკანსიების ინიციირება და შერჩევის პროცესში მონაწილეობა
- მიმდინარე შეკვეთებისთვის საჭირო მარაგების კონტროლი, შესყიდვების ინიციირება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ძლიერი ანალიტიკური უნარ-ჩვევები
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა
- კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი
- მსგავსი მიმართულებით მუშაობის მდიდარი გამოცდილება
- ტექნიკური უნარები: Excel-ის ცოდნა, ERP/MRP სისტემებთან (მაგ. 1C, SAP) მუშაობის გამოცდილება
- მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
ბენეფიტები:
- კვება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტპასი
როგორ მოგვმართოთ
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე.
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმე გამოგზავნილი უნდა იყოს მშობლიურ ენაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.