8667 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V0ZXD8V9 გამოქვეყნდა 6 აგვ 58 ნახვა

Bank of Georgia

Bank of Georgia

საგადახდო პროდუქტების გაყიდვების პრომოუტერი - თბილისი

Bank of Georgia
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით

სს „საქართველოს ბანკის“ გადახდების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას საგადახდო პროდუქტების გაყიდვების პრომოუტერის პოზიციაზე - თბილისში.

ძირითადი ფუნქციები: - ახალი პარტნიორების მოძიება, ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;

  • მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის პრეზენტაცია;
  • ტარიფის განსაზღვრა მასზე დელეგირებული უფლებების ფარგლებში;
  • ხელშეკრულების გაფორმება, ქსელში ჩართვა და მათი მიმდინარე მხარდაჭერა;
  • ხელშეკრულებების აღრიცხვა და სათანადო წესით შენახვა (ფაილინგი);
  • პარტნიორი კომპანიების ქსელში არსებული მოწყობილობების მონიტორინგი, (ტექნიკური გამართულობა, ვიზუალი, სტიკერი და ა.შ) შეუსაბამობის აღმოჩენა და მოგვარების უზრუნველყოფა.
  • სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი,

სამუშაო გამოცდილება: - სასურველია ბანკის Front ოფისში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთი წელი;

  • საგადახდო პროდუქტების (სერვისების) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ცოდნა და უნარები: - შეხვედრების წარმართვის და პრეზენტაციის უნარები;

  • მოლაპარაკებისა და გაყიდვების ტექნიკა;
  • პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
  • დეტალების მიმართ ყურადღება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
  • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
  • შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2026.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Bank of Georgia
ვებგვერდი ↗
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა