მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე
შპს "თერმოინდუსტრია" ეძებს ენერგიულ, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწეს, რომელიც შეუერთდება მარკეტინგის გუნდს და ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგული, ციფრული და ონლაინ გაყიდვების პროცესების მართვასა და კოორდინაციაში. თუ გიყვარს დინამიურ გარემოში მუშაობა, შეგიძლია რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვა, ხარ პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული - ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ვინ ვართ ჩვენ?
შპს "თერმოინდუსტრია" გათბობის, გაგრილების, კონდიცირების, წყალმომარაგება-კანალიზაციის, სატუმბი სადგურებისა და ჰელიოსისტემების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. კომპანია უკვე 14 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ხარისხიან პროდუქტსა და პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს.
რას გააკეთებ?
მარკეტინგი და პროექტები
** მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა და მიმდინარე პროცესების კოორდინაცია;
** მარკეტინგული კამპანიების, აქციების, გამოფენების, ტრენინგებისა და ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** კომპანიის ფილიალებისთვის საჭირო მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული მასალების საჭიროების განსაზღვრა, შეკვეთა, მარაგების კონტროლი და ფილიალებში განაწილება;
** დიზაინერთან და სხვა შესაბამის გუნდებთან კომუნიკაცია მარკეტინგული მასალების მომზადების პროცესში;
** ონლაინ პლატფორმების მონიტორინგი: Facebook, Instagram, TikTok-ისთვის რილსების შერჩევა;
** WhatsApp-ისა და ონლაინ ჩათის საშუალებით მომხმარებლების კონსულტაცია;
** სოციალური მედიისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება და კონტენტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის ვებგვერდების ყოველდღიური კურირება და განახლება;
** ვებგვერდზე პროდუქციის ფასებისა და აქციების კონტროლი;
** ონლაინ შეკვეთების მიღება და დამუშავება;
** კომპანიის კორპორატიულ ელ.ფოსტასა და სატელეფონო არხებზე შემოსულ კომუნიკაციებზე რეაგირება;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი საკითხების დროული იდენტიფიცირება და ხელმძღვანელთან კომუნიკაცია;
** მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა მარკეტინგულ და საოპერაციო პროცესებში ჩართულობა.
რას ვითხოვთ?
** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის, კომუნიკაციების ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით;
** მარკეტინგის, ადმინისტრირების, ონლაინ გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების ან მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** სოციალური მედიის პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ვებგვერდის კონტენტის მართვის გამოცდილება სასურველია;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული ქართული ენა და ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი რეაგირება და ოპერატიულობა;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.
რას გთავაზობთ?
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ კვებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მუშაობას 14-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში;
** პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. 108; მეორე ლოკაცია: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გ. ამილახვარის ქ. 1;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
თუ დაინტერესდი, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.ფოსტაზე:. ელ.ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითე: "მარკეტინგის ხელმძღვანელის თანაშემწე".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2026
გელოდებით "თერმოინდუსტრიის" გუნდში!
პერსონალური მონაცემების დაცვა
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.
ამისთვის მოგვმართეთ ელ.ფოსტაზე:
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.