8,848 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V6APAS25 გამოქვეყნდა 22 სექ 5 ნახვა

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა

ელ კომერციის და Maleo-ს კოორდინატორი

საქართველოს ფოსტა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 21 ოქტ

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ელ კომერციის და Maleo-ს კოორდინატორი

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, 1 საათიანი შესვენება 13:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შუალედში; შაბათი - 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შესვენების გარეშე. ანაზღაურება: 2000 ლარი

ძირითადი ფუნქციები: - ტრანზიტული და კომერციული ტვირთის/გზავნილების მიღების, გადმოტვირთვის, რეგისტრაციისა და დახარისხების პროცესის კონტროლი; - გზავნილების საჰაერო ან სახმელეთო გზით გაგზავნის პროცესის კოორდინაცია; - საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება, წარდგენა და შესაბამისი პროცესების კონტროლი; - ხარვეზიანი გზავნილების შემთხვევაში დოკუმენტაციის შეგროვება და გამომგზავნის ინფორმირება; - საბაჟო ორგანოსთან და შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია; - ანგარიშების მომზადება და დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება - ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა - MS Office-ის ცოდნა; - სამუშაოსთვის საჭირო პროგრამულ სისტემებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. - მართვის მოწმობა - B კატეგორია

კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: - გასაუბრება; - მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს „გაგზავნა“: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2988

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ფოსტა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა