8348 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V6FDYMVH გამოქვეყნდა 4 სექ 3 ნახვა

გაყიდვების ხელმძღვანელი

მოდუსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის.,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები: - გაყიდვების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება; - გაყიდვების ყოველთვიური, კვარტლური და წლიური გეგმების განსაზღვრა; - გაყიდვების მიზნებისა და KPI-ების დადგენა და შესრულების კონტროლი; - გაყიდვების გუნდის მართვა, განვითარება და მოტივაცია; - გაყიდვების შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა; - ახალი გაყიდვების არხებისა და შესაძლებლობების მოძიება; - B2B / კორპორატიული გაყიდვების მიმართულების განვითარება; - ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლის მოთხოვნის ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებთ; - გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - საცალო გაყიდვებში (Retail) მუშაობის გამოცდილება; - სამშენებლო მასალების, DIY, ჰიპერმარკეტის ან შესაბამისი სექტორის გამოცდილება — ჩაითვლება უპირატესად; - გაყიდვების KPI-ების, ბიუჯეტირებისა და შედეგების ანალიზის კარგი ცოდნა; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები: - გუნდის მართვის უნარი; - ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა; - გადაწყვეტილების სწრაფად და დამოუკიდებლად მიღების უნარი; - კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; - პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტულ სახელფასო სისტემას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - Fit-pass-ს; - უფასო კვებას; - ფასდაკლებას ჰიპერმარკეტის პროდუქციაზე.

გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შემდეგნაირად:,,გაყიდვების ხელმძღვანელი’’ თბილისი“ და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით. გისურვებთ წარმატებებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მოდუსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის