8403 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V779N6RK გამოქვეყნდა 8 სექ 9 ნახვა

სქაიტელი

სქაიტელი

კოორდინატორი

სქაიტელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი: თბილისი, გურამიშვილის გამზირი #12 ა

დაქვემდებარება: საინსტალაციო განყოფილების კოორდინაციის ჯგუფის ხელმძღვანელი.

დაქვემდებარებული პოზიცია: ინსტალატორი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება), შაბათი 10:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე

ანაზღაურება: 1500 ლარი (Net) + ბონუსი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** თანამშრომლის ტარიფი

** FitPass

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული დავალებების ანალიზი, დაზიანების რაოდენობიდან და არსებული დატვირთვიდან გამომდინარე, შეკვეთების ჩართვის დასაგეგმი რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

** მომხმარებლებთან ინსტალატორების ვიზიტის დროის დაგეგმვა;

** შემოსული დავალებების ინსტალატორებზე გადანაწილება და მათთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება;

** სამუშაო დღის განმავლობაში ინსტალატორების მუშაობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა;

** მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მომხმარებელთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;

** საბილინგო სისტემაში მუშაობა (დავალებების გაცემა, ანგარიშგება და გადამისამართება შესაბამის განყოფილებებთან;

** სახარჯი მასალების და აპარატურის მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკვეთა;

** უშუალო ხელმძღვანელისთვის სამივლინებო განაცხადების მიწოდება;

** ახალი თანამშრომლისთვის სამუშაო ინსტრუქტაჟის ჩატარება;

** მოთხოვნისამებრ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტელეკომუნიკაციების მიმართულებით;

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** ქართულის ენის გამართულად ცოდნა;

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

** MS Office -ში მუშაობის გამოცდილება.

უნარები/შესაძლებლობები:

** მართვის უნარი;

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

** რუკებთან მუშაობის უნარი, ადგილ-მდებარეობის ორიენტაციის უნარი;

** კომუნიკაბელური;

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;

** ანალიზის უნარი;

** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);

** დროის სწორად მართვის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კოორდინატორი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სქაიტელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის