წარმოების დამხმარე თანამშრომელი / ყველის საამქრო
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დამხმარე თანამშრომლის (ყველის საამქრო) პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები: - ყველის წარმოების პროცესში სხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება; - საწარმოო რეზერვუარების დაცლა და საჭიროების შესაბამისად შევსება; - რეზერვუარების რეცხვა და დეზინფექცია დადგენილი წესების დაცვით; - სამუშაო ინვენტარისა და საწარმოო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა; - ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვა; - უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა საწარმოო დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: - პუნქტუალურობა და დისციპლინა; - გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები: - გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; - ანაზღაურება: საათობრივი, მინ. 1300 ლარი + ეფექტური საბონუსე სისტემა; - ლოკაცია: დიღომი; - ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს; - გუდვილის ფასდაკლების ბარათს; - ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; - Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KUHgb3x
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.