8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VEPPWF16 გამოქვეყნდა 29 სექ 9 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთ. სპეციალისტი

თბილისი სტაჟირება განათლება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 ოქტ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) შესარჩევად.

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) შესარჩევად.

სასწავლო პროცესის მართვის სამსახური: მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) - 2 საშტატო ერთეული.

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1250 (ათასორასორმოცდაათი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით). შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
  • ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
  • ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office; Internet Browser).

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ოპერატიულობა;
  • ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
  • დასაბუთების უნარი;
  • ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
  • კრეატიულობა;

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

  • "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს;
  • ფაკულტეტის დებულებას;
  • თსუ წესდებას.
  • პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შესრულება:

ა) ვაკანსია (1) - მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია):

  • სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
  • სასწავლო პროცესის მართვის სისტემის აკადემიური რეგისტრაციისთვის მომზადება; - სტუდენტთა კორესპონდენციების მონიტორინგი და პასუხის გაცემა, ცნობების, სასწავლო ბარათების და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ელექტრონული უწყისების მონიტორინგი;
  • სტუდენტთა ტუტორიალი და კონსულტირება, სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში;
  • აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხების, რეგულაციების, ინსტრუქციების, ვადების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
  • სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით;
  • კურსდამამთავრებელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების წარდგინების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების მომზადება და სასწავლო დეპარტამენტისთვის მიწოდება; - ფაკულტეტზე შიდა და გარე მობილობის პროცესის წარმართვა მობილობის ადგილების პორტალზე რეგისტრაცია, მობილობით პროგრამის შეცვლის მსურველ სტუდენტთა ხელშეკრულებების გაფორმება, კონსულტირება;
  • სამუშაო პროცესში ნაწარმოები დოკუმენტების მოწესრიგება და არქივისთვის გადასაცემად მომზადება;

ვაკანსია (2) - მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია):

  • განათლების მეცნიერებათა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ჩართული აკადემიური და მოწვეული პედაგოგების საათობრივი დატვირთვების მომზადება; - სასწავლო ცხრილების შედგენის და გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება;
  • სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მომზადება აკადემიური რეგისტრაციისთვის; - სტუდენტთა კორესპონდენციების მონიტორინგი და პასუხის გაცემა, ცნობების, სასწავლო ბარათების და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ელექტრონული უწყისების მონიტორინგი;
  • სტუდენტთა ტუტორიალი და კონსულტირება, სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში;
  • აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხების, რეგულაციების, ინსტრუქციების, ვადების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ;
  • სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით;
  • კურსდამამთავრებელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების წარდგინების და დიპლომის დანართების მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
  • მაგისტრატურის დაფინასებისთვის სტუდენტთა რეიტინგული სიის მომზადება;
  • პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის უზრუნველყოფა - საბუთების მიღება, ხელშეკრულების გაფორმება;
  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება - ნაშრომთა სათაურების და ნაშრომების ხელმძღვანელების დროული დაზუსტება, დადგენილ ვადებში სამაგისტრო ნაშრომის წინასწარი და საბოლოო დაცვის ცხრილის უზრუნველყოფა, კომისიების შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ა. შ.,
  • სამუშაო პროცესში ნაწარმოები დოკუმენტების მოწესრიგება და არქივისთვის გადასაცემად მომზადება;
  • სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის, სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება;
  • დეკანის და დეკანის მოადგილის (სასწავლო დარგში) მიმდინარე დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • განცხადება
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა - "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა