აღრიცხვის ოპერატორი
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისის შემოვლითი გზა (ლილო მოლის მიმდებარედ); კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას სამგორის მეტროდან; სამუშაო საათები: 9:00 – 18:00.
აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები: - საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა; - საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება/დასაწყობება; - საწყობის ნაშთების კონტროლი; - წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა; - სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება და მონაცემების პროგრამაში დროული ასახვა.
ძირითადი მოთხოვნები: - პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; - აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება. - აუცილებელია 1C ან მსგავს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარები: - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.