სავაჭრო აგენტი/პრისეილერი
შპს "კოკა-კოლა გურია" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობაზე გურიაში.
ძირითადი მოვალეობები
** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;
** წინასწარ განსაზღვრული მარშრუტების მიხედვით სავაჭრო ობიექტებთან ვიზიტი და შეკვეთის ფორმირება;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** პროდუქციის თაროზე/მაცივარში განლაგება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება;
** ქსელში დატოვებული ვალების მუდმივი მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტებთან ნავაჭრი თანხის აღებისთვის სალარო აპარატის სწორად გამოყენების წესების დაცვა;
** ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე დროული განთავსება და რეპორტინგი;
** ინფორმაცია ქსელში მაცივრების განთავსების/წამოღების/შეკეთების/გაცვლის საჭიროების შესახებ;
** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება;
** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის;
** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
** ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** მიღებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადაში;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების (მანქანა, სალარო აპარატი) მოვლა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები
** მოქმედი მართვის მოწმობა: B (მექანიკა)
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სავაჭრო აგენტი/პრისეილერი).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.