გაყიდვების შემდგომი მომსახურების სპეციალისტი
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას After Sales Specialist-ის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც გაყიდვის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფს კლიენტთან ეფექტურ კომუნიკაციას, ბინის ჩაბარების პროცესის კოორდინაციასა და შესაბამის დეპარტამენტებთან ურთიერთობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვის დასრულების შემდეგ კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია და მისი ძირითადი საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;
- კლიენტებისთვის მშენებლობის მიმდინარეობის, ბინის ჩაბარების ვადებისა და შემდგომი ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- კლიენტებთან კომუნიკაცია გადახდის გრაფიკებთან, დარჩენილ დავალიანებებსა და ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით;
- ბინის ჩაბარების პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
- ბინის დათვალიერებისას დაფიქსირებული ხარვეზების მიღება, შესაბამის ტექნიკურ/სამშენებლო გუნდთან გადაცემა და შესრულების მონიტორინგი;
- კლიენტის განცხადებების, მოთხოვნების, პრეტენზიებისა და საჩივრების მიღება და მათი დროული მოგვარების ორგანიზება;
- გაყიდვების, ფინანსურ, იურიდიულ, სამშენებლო და ტექნიკურ დეპარტამენტებთან ყოველდღიური კოორდინაცია;
- საკუთრების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცესებსა და დოკუმენტაციაში კლიენტის მხარდაჭერა;
- ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;
- კლიენტების ინფორმაციისა და კომუნიკაციის ისტორიის CRM სისტემაში (ZOHO) რეგულარული და სრულყოფილი განახლება;
- კლიენტისთვის დაგეგმილი შეხვედრების, ბინის დათვალიერებისა და ჩაბარების პროცესის ორგანიზება;
- კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
- პრობლემური და არასტანდარტული შემთხვევების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტთან დროული ესკალაცია;
- კლიენტის მოთხოვნის სტატუსის კონტროლი საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია;
- კლიენტებთან ურთიერთობის, Customer Service-ის, After Sales-ის, გაყიდვების ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ZOHO CRM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული ქართული მეტყველება და წერითი კომუნიკაციის უნარი;
საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და კლიენტთან ურთიერთობის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტური მართვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დოკუმენტაციასთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-18:00 ანაზღაურება: 1, 500 ლარი — ხელზე ასაღები თანხა სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი №38 თუ გაქვთ კლიენტებთან ურთიერთობის ძლიერი უნარი, მოგწონთ პროცესების ორგანიზება და შეგიძლიათ სხვადასხვა დეპარტამენტს შორის ეფექტური კოორდინაცია.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათით ელ ფოსტაზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ After Sales Specialist.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.