8610 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W303076X გამოქვეყნდა 8 სექ 5 ნახვა

Ilaria

Ilaria

მომხმარებელთა მხარდაჭერის ხელმძღვანელი

Ilaria გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾4000 / თვეში ბოლო ვადა:

"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. "ILARIA"-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს მომხმარებელთა მხარდაჭერის ხელმძღვანელს პარტნიორი კომპანიისთვის:

** სამუშაო ფორმატი: სრული, On-site

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

** ანაზღაურება: ფიქსირებული 4000 ლარი + ბონუსი

** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მართვა:

** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;

** გუნდის წევრების სამუშაო პროცესისა და შედეგების მონიტორინგი;

** გუნდის წევრების განვითარებაზე, მოტივაციასა და პროფესიული უნარების გაძლიერებაზე ზრუნვა;

** თანამშრომლების ინდივიდუალური და გუნდური შედეგების შეფასება და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება;

** სამუშაო პროცესების გაუმჯობესება და გუნდის რესურსების ეფექტიანი გადანაწილება;

** მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესებისა და მომსახურების ხარისხის განვითარება;

** მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესებისა და მომსახურების სტანდარტების შემუშავება და გაუმჯობესება;

** მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მუდმივი მონიტორინგი;

** მომხმარებელთა უკუკავშირისა და განმეორებადი პრობლემების ანალიზი;

** არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ინიციატივების შეთავაზება;

** მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა.

KPI-ებისა და SLA-ების მართვა

** მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებისთვის შესაბამისი KPI-ებისა და SLA-ების განსაზღვრასა და კონტროლში მონაწილეობა;

** გუნდის შედეგების, რეაგირების დროისა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;

** მიღებული შედეგების ანალიზი და გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა;

** გუნდის საქმიანობის შესახებ რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება.

მომხმარებელთა საჩივრებისა და რთული შემთხვევების მართვა

** მომხმარებელთა საჩივრებისა და რთული შემთხვევების ეფექტიანი მართვა;

** პრობლემური საკითხების დროული და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტის უზრუნველყოფა;

** საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა საკითხის სრულ გადაწყვეტამდე;

** განმეორებადი პრობლემების ანალიზი და მათი პრევენციის მიზნით შესაბამისი ინიციატივების განხორციელება.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა:

** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი თანამშრომლობა მომხმარებელთა საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;

** მომხმარებელთა უკუკავშირის, პრობლემებისა და საჭიროებების შესაბამის გუნდებთან გაზიარება;

** მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულების განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესებში აქტიური მონაწილეობა;

** მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა გუნდს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებელთა მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

** გუნდის მართვისა და კოორდინაციის გამოცდილება;

** მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესებისა და მომსახურების სტანდარტების განვითარებისა და გაუმჯობესების გამოცდილება;

** KPI-ებისა და SLA-ების განსაზღვრისა და მონიტორინგის გამოცდილება;

** მომხმარებელთა საჩივრებისა და რთული შემთხვევების ეფექტიანი მართვის გამოცდილება;

** გუნდის შედეგების ანალიზისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

** ანგარიშგებისა და რეპორტინგის გამოცდილება;

** ძლიერი ლიდერული, საკომუნიკაციო და ორგანიზაციული უნარები;

** პრიორიტეტების ეფექტიანად მართვისა და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;

** პრობლემების ანალიზისა და ეფექტიანი გადაწყვეტის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე:

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მომხმარებელთა მხარდაჭერის ხელმძღვანელი"

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Ilaria
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის