9880 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

W3F9RVZ1 გამოქვეყნდა 9 ოქტ 44 ნახვა

HR მენეჯერი

სასტუმრო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 21 ოქტ
კვება · განცხადებაშიოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

თუ ხარ პასუხისმგებლობის მქონე და ორგანიზებული ადამიანი, და გსურს მიიღო გამოწვევებით სავსე სამუშაო, თუ მზად ხარ პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის, მაშინ ჩვენი გუნდის HR მენეჯერის ვაკანსია არის შესაძლებლობა შემოგვიერთდე და განვითარდე ჩვენთან ერთად.

70 ნომრიანი სასტუმრო (თანამშრომელთა რაოდენობა 50) ეძებს გამოცდილ, ენერგიულ და მოტივირებულ HR მენეჯერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ადამიანური რესურსების მართვის სრულ ციკლს. პოზიციის მთავარი მიზანია ეფექტური საკადრო პოლიტიკის გატარება, კვალიფიციური კადრების მოზიდვა, შრომის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა და სასტუმროში პოზიტიური, გუნდური სამუშაო გარემოს შენარჩუნება.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

რეკრუტინგი და შერჩევა:

  • ვაკანსიების გამოცხადება და შერჩევის სრული პროცესის მართვა (CV-ების გადარჩევა, გასაუბრებების ორგანიზება და ჩატარება);
  • ახალი თანამშრომლების ონბორდინგის (Onboarding) და ადაპტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვა.

საკადრო ადმინისტრირება და დოკუმენტაცია:

  • შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების, შიდა განაწესისა და საკადრო დოკუმენტაციის მომზადება/ადმინისტრირება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება (როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით — Self.ge სისტემაში);
  • ნამუშევარი საათების, შვებულებების, ბიულეტენებისა და ტაბელის აღრიცხვა ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაციით;
  • დისციპლინარულ გადაცდომებსა და შიდა ინციდენტებზე რეაგირება, ახსნა-განმარტებითი ბარათების წარმოება და დირექტორთან კოორდინაციით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
  • თანამშრომელთა ბენეფიტების (ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომრები და ა.შ.) ადმინისტრირება.

თანამშრომელთა განვითარება და მოტივაცია:

  • პერსონალის შეფასების, ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების შეხვედრების ორგანიზება;
  • შიდა კომუნიკაციისა და კორპორატიული კულტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სამართლის მიმართულებით);
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR მენეჯერის ან HR გენერალისტის პოზიციაზე (სასტუმრო/მასპინძლობის სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საქართველოს შრომის კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება ბონუსად);
  • MS Office პროგრამების (Excel, Word) კარგი ცოდნა; HR პროგრამებთან (მაგ. Self.ge) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეთიკურობა;
  • შესანიშნავი კომუნიკაციური, მოსმენისა და მოლაპარაკების უნარი;
  • კონფლიქტების მართვისა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზებულობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად მართვის უნარი (Multi-tasking);
  • კონფიდენციალურობის მკაცრი დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებით უზრუნველყოფას;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს ქალაქის ცენტრში.

კომპანია არის თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი ოპერირებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, კომპანიის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და ერთად შევქმნათ დაუვიწყარი გარემო ჩვენი სტუმრებისთვის.

გთხოვთ რეზიუმეს მეილით გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ: HR მენეჯერი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

რეგისტრატორი - ბათუმი

ახალი
რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი უნივერსი ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა