9837 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WAQ82NJH გამოქვეყნდა 15 ოქტ 51 ნახვა

გაყიდვების ხელმძღვანელი

ევროპანელ გრუპი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "ევრო პანელ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი; ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე

ძირითადი მოვალეობები

  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა: კომპანიის ბიზნეს-მიზნებიდან გამომდინარე, გაყიდვების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება;
  • გუნდის მართვა და მოტივაცია: გაყიდვების მენეჯერებისთვის ეფექტური საბონუსე სისტემისა და გუნდური აქტივობების შემუშავება, რომლებიც ორიენტირებული იქნება გუნდის მიერ მაქსიმალური შედეგების მიღწევაზე;
  • თანამშრომლების პროფესიული განვითარება: გუნდის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა (გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ტექნიკების დახვეწა), ასევე ახალი თანამშრომლების ეფექტური ინტეგრაციის მართვა;
  • სამუშაო პროცესის ეფექტურობის კონტროლი: გაყიდვების გუნდისთვის ინდივიდუალური და საერთო მიზნების დასახვა, ყოველდღიური აქტივობების მონიტორინგი და შედეგების მუდმივი შეფასება (KPI-ების საფუძველზე);
  • სამშენებლო ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი, სამიზნე კლიენტებისა და ობიექტების განსაზღვრა;
  • სტრატეგიული კლიენტებისა და პროექტების მართვა პირველი კონტაქტიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე;
  • დეველოპერებთან, გენერალურ კონტრაქტორებთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება;
  • ფასდათვლის, კომერციული შეთავაზებების და ტექნიკური შეთანხმების პროცესის კონტროლი;
  • გაყიდვების შედეგებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ანგარიშგების მომზადებისა და მართვის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების მიმართულების ეფექტიანობის შეფასება და განვითარებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების ფაიფლაინის, მომხმარებელთა ბაზისა და ყოველდღიური აქტივობების სისტემატური აღრიცხვა, კონტროლი და ანალიზი;
  • გუნდის შედეგების რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

სავალდებულო მოთხოვნები

  • სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ B2B გაყიდვებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • პროექტული გაყიდვების, ხელშეკრულებებისა და მოლაპარაკებების მართვის გამოცდილება;
  • გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის ან მენტორობის გამოცდილება; სამშენებლო ბაზრის ცოდნა;
  • CRM-ისა და MS Excel-ის გამოყენების უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სამუშაო დონეზე;
  • ლიდერული უნარები, კომერციული აზროვნება და შედეგზე ორიენტაცია.

ჩვენ გთავაზობთ

  • სამედიცინო დაზღვევას;
  • კორპორატიულ ნომერს;
  • თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • Fitpass-ს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ან https://buildsmart.ge/job-apply/gayidvebis-khelmdzghvaneli/2/197fa4f2d05fb6c4e363a6f3c686d134 სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "გაყიდვების ხელმძღვანელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა