დაკარგული ბარგის აგენტი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს დაკარგული ბარგის აგენტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი - დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება - 1518 ლარი.
სამუშაოს ტიპი: ცვლაში მუშაობა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ფუნქცია-მოვალეობები:
1. დაკარგული ან მოუკითხავი ბარგის მომსახურება, ავიაკომპანიების შესაბამისი პროცედურების და ასევე მგზავრთა მომსახურების სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად;
2. ჩამოფრენილი მგზავრის ბარგის გაცემის პროცესის კონტროლი;
3. მოუკითხავი ბარგის შენახვა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;
4. ბარგის დაზიანების შემთხვევაში სათანადო აქტის შედგენა მგზავრის თანდასწრებით;
5. დაკარგული ბარგის შემთხვევაში მგზავრის შეტყობინების შემდეგ კატალოგის მიხედვით აქტის შედგენა;
6. დაკარგული ბარგის მოძიება ელექტრონული სისტემის მეშვეობით; მიღების პროცესის კონტროლი;
7. დარჩენილი ბარგის კონტროლი და მომდევნო შესაბამისი რეისით გაგზავნის უზრუნველყოფა სათანადო რეგულაციების დაცვით;
8. მიმაგრებული ტექნიკის და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დაცვით ექსპლუატაცია და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
9. გაუმართაობების ან კრიზისული სიტუაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი ოპერატიული აღმოფხვრა და შესაბამისი მოხსენების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
10. ცვლის უფროსთან და სახმელეთო ოპერირების სამსახურთან მუდმივი კავშირი როგორც მობილური ტელეფონით ასევე სტაციონალური და მობილური რადიოსადგურების მეშვეობით;
11. მგზავრთა მომსახურების პროცესისათვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ნაწილების საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით არსებობის უზრუნველყოფა;
12. მგზავრთა მომსახურების პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
13. სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
14. სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
15. სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
16. გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
17. კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესების დაცვა;
18. კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
კონკურსის ეტაპებია:
** აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.