ვიდეომონტაჟის სპეციალისტი
"ცერემონიი" სრული ციკლის პროდაქშენ კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის პრემიუმ ხარისხის აუდიოვიზუალურ კონტენტს ქმნის. ჩვენი მომსახურება აერთიანებს შემოქმედებითი კონცეფციის განვითარებას, პროფესიონალურ ვიდეოგადაღებასა და პოსტპროდაქშენს — პოდკასტებიდან და YouTube ფორმატებიდან ინდივიდუალურ ვიდეოპროექტებამდე.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკას, ტექნიკურ სიზუსტესა და წარმოების ყველა ეტაპის გააზრებულ მართვას. თითოეული პროექტი იქმნება დამკვეთის მიზნების, ბრენდის ხასიათისა და აუდიტორიის გათვალისწინებით — მკაფიო იდეითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.
ძირითადი მოვალეობები
- სარეკლამო, ბრენდირებული და კორპორაციული ვიდეოების მონტაჟი და ვიზუალური თხრობის ჩამოყალიბება.
- მრავალკამერიანი პოდკასტების, ინტერვიუებისა და სტუდიური გადაცემების სინქრონიზაცია და მონტაჟი.
- ვიდეომასალის შერჩევა, დახარისხება, პროექტების ორგანიზება და არქივირება.
- ფერების კორექცია და ფერების დამუშავება (Color Correction / Grading).
- აუდიოს, მუსიკის, ტიტრების, სუბტიტრებისა და გრაფიკული ელემენტების ინტეგრირება.
- სხვადასხვა პლატფორმისთვის ვიდეოების ადაპტირება, მათ შორის YouTube და შესაბამისი ფაილების ექსპორტი.
- საბოლოო ხარისხის კონტროლი და დამკვეთის უკუკავშირის მიხედვით შესწორებების შეტანა.
აუცილებელი მოთხოვნები
- პროფესიონალური ვიდეომონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება და ნამუშევრების პორტფოლიო.
- Adobe Premiere Pro-ს ან DaVinci Resolve-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- Multicam Editing-ის, კადრის რიტმისა და ვიზუალური თხრობის პრინციპების ცოდნა.
- Color Correction-ის, Codec-ის, Frame Rate-ისა და საექსპორტო ფორმატების ცოდნა.
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირება და ვადების დაცვა.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
- After Effects, Motion Graphics, Fusion და Sound Design-ის ცოდნა.
- სარეკლამო და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
- ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე და ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ subject-ში.