8,568 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WF70JVTD გამოქვეყნდა 12 სექ 3 ნახვა

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

ქონებრივი რისკების და ზარალების საველე მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს შიდა ვაკანსიას ქონებრივი რისკების და ზარალების საველე მენეჯერის პოზიციაზე NLI რისკების და ზარალების მართვის სამსახურში.

პოზიციის მიზანია კომპანიაში დამტკიცებული გაიდლაინებისა და სტანდარტების გათვალისწინებით ქონებრივი ზარალების სამართლიანი შეფასების უზრუნველყოფა, მომსახურების სტანდარტის სრული დაცვით კლიენტების მომსახურება შემთხვევის ადგილზე და მათი ლოიალურობის უზრუნველყოფა.

პასუხისმგებლობები: - ქონებრივი ზარალების შემთხვევის ადგილზე გასვლა; - შემთხვევის ადგილზე კლიენტის დახმარება და ინფორმაციის შეგროვება; - დაზიანებების აღწერა (მოცულობები და რაოდენობები) და წინასწარ განსაზღვრული შემთხვევის ამსახველი აქტის შედგენა; - საჭიროების შემთხვევაში მესამე პირებთან გასაუბრება და ინფორმაციის შეგროვება; - შემთხვევის ადგილზე შეგროვებული ინფორმაციის დროული და ჯეროვანი გადაცემა შესაბამისი მენეჯერისთვის; - ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის მიზნების შესაბამისად.

მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით); - A, A1 ან A2 კატეგორიის მართვის მოწმობა (მინიმუმ ერთ-ერთი); - სასურველია ზარალების რეგულირების, სამშენებლო ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; - კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); - დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/TGCRxArc კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა