უფროსი ანალიტიკოსი - საკრედიტო ანალიზის განყოფილება
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას უფროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე საკრედიტო ანალიზის განყოფილებაში.
ვაკანსიის დასახელება: საკრედიტო ანალიზის განყოფილება, უფროსი ანალიტიკოსი სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება, დამუშავება და ანალიზი
- კლიენტის ფინანსური მდგომარეობის და კრედიტუნარიანობის შეფასება
- კომპანიის საპროგნოზო ფინანსური მოდელის მომზადება არსებული მონაცემების საფუძველზე და ფინანსირების სწორად სტრუქტურირება;
- კომპანიის ფინანსური სტატუსის შეფასება, საკრედიტო რისკების იდენტიფიცირება და გამოვლენილი რისკების შემცირებისთვის შესაბამისი ზომების დასახვა
- საკრედიტო კომიტეტებში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში,
- კომერციულ ბანკში ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქართული და რუსული ენის კარგად ცოდნა სავალდებულოა;
სავალდებულო ცოდნა და უნარები:
- ფინანსური აღრიცხვის პრინციპების, ფინანსური უწყისების ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა;
- ფინანსური კოეფიციენტების გამოანგარიშება და ანალიზი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე.
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება უფროსი ანალიტიკოსის
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11.10.2026 წ.
შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.
კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.
კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.
თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.
თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.