9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WMJKH1VQ გამოქვეყნდა 16 ოქტ 34 ნახვა

ლოჯისტიკის მენეჯერი

ასპ-გრუპი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ნოე

"ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/

სამუშაო პირობები:

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი — პარასკევი, 09:30-18:30 საათები;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებთან, სატრანსპორტო აგენტებთან და ლოჯისტიკურ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
  • საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ან მულტიმოდალური გადაზიდვების ორგანიზება;
  • გადაზიდვის ოპტიმალური მარშრუტისა და ტრანსპორტირების პირობების შერჩევა;
  • ტვირთის ჩატვირთვის, გადაზიდვისა და დანიშნულების ადგილზე მიწოდების ვადების კონტროლი;
  • გადამზიდავებთან სატარიფო პირობების, ვადებისა და მომსახურების პირობების შეთანხმება;
  • საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებების შედარება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • ტვირთის გადაადგილების სტატუსის მუდმივი მონიტორინგი;
  • გადაზიდვის პროცესში წარმოშობილი შეფერხებებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის კოორდინაცია;
  • გადამზიდავების მიერ მომსახურების ხარისხისა და შეთანხმებული პირობების შესრულების კონტროლი;
  • სატრანსპორტო და გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი მისი ლოჯისტიკური ნაწილის ფარგლებში;
  • ტვირთის დაზიანების, დაკარგვის, დაგვიანებისა და სხვა ლოჯისტიკური რისკების მართვა;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გადაზიდვის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • გადაზიდვების შესახებ მონაცემების, ხარჯებისა და ვადების ანალიზი;
  • ხელმძღვანელობისთვის საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება/წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია, მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
  • MS Office-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დელეგირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 6 ნოემბრამდე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა