გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

WP32S973 გამოქვეყნდა 6 ნოე 10 ნახვა

Client Partner - B2B გაყიდვები და პარტნიორობა

CoobX Georgia გარე განცხადება
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 7 დეკ
შესვლა და განაცხადი

ავტომატურად ნათარგმნია ორიგინალი განცხადებიდან. ორიგინალის წაკითხვა ინგლისურად →

"CoobX" არის გუგლის ოფიციალური გაყიდვების პარტნიორი (Google Marketing Platform Sales Partner) და Google Cloud-ის პარტნიორი კომპანია, რომელიც ოპერირებს კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონებში. "CoobX"-ის მთავარი მისიაა, დაეხმაროს მარკეტინგულ სააგენტოებსა და ბრენდებს Google Marketing Platform-ის ინსტრუმენტების - DV360, CM360, SA360 და GA360 - დანერგვაში, კონფიგურაციასა და ეფექტიანად გამოყენებაში.

"CoobX Georgia" აცხადებს ვაკანსიას Client Partner (B2B გაყიდვები და პარტნიორობა)-ის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N34 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 2000 (NET) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები

  • პოტენციური პარტნიორების აქტიური მოძიება, პირველადი კონტაქტის დამყარება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გენერირება;
  • კლიენტების ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიცირება, ინდივიდუალური კომერციული წინადადების მომზადება, მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულების გაფორმება;
  • ახალი პარტნიორების ონბორდინგის მართვა, ვებინარებისა და პრეზენტაციების ინიცირება CoobX-ის ეკოსისტემაში მათი ეფექტიანი ინტეგრაციისთვის;
  • პოტენციური კონტაქტების, მიმდინარე მოლაპარაკებებისა და პარტნიორული სტატუსების აღრიცხვა და ორგანიზება;
  • საპრომოციო კონტენტის ადაპტაცია/ოპტიმიზაცია, განთავსება და მონიტორინგი;
  • მარკეტინგული პროექტების/სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, ივენთების მოძიება და აქტივობების კალენდრის მართვა;
  • განხორციელებული კამპანიების შედეგების შეფასება და რეპორტინგი.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებებში;
  • Google Marketing Platform-ის პროდუქტების საბაზისო ცოდნა და ინტერესი სარეკლამო ტექნოლოგიების მიმართ;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში ან B2B გაყიდვებში, სასურველია ციფრული მარკეტინგის, AdTech ან მედიის სფეროში;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2-C1).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები

  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სწრაფი ადაპტაციისა და ათვისების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Client Partner".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა