სარემონტო მოპირკეთების მენეჯერი
იელთი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სარემონტო მოპირკეთების მენეჯერი
ქალაქში - ბათუმი
სამუშაოების მართვა და ორგანიზება: - სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ყოველდღიური მართვა, - მუშახელისა და ბრიგადებისთის დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი; - ხარისხის უზრუნველყოფა: სამუშაოების შესრულება ადგილობრივი, - საერთაშორისო სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების (სნიპების) მკაცრი დაცვით;
პროექტთან შესაბამისობა: - მშენებლობის მიმდინარეობის მუდმივი შედარება კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნახაზებთან, - გადაცდომების პრევენცია;
მოცულობების კონტროლი და აზომვები: - ნახაზის მიხედვით მოცულობების (კუბატურა, კვადრატულობა) ფაქტობრივ შესრულებასთან თანხვედრის უზრუნველყოფა; - შესაბამისი საზომი ინსტრუმენტების (თარარაზო, ლაზერი, ნიველირი, გონიო და ა.შ.) პროფესიონალურ დონეზე გამოყენება;
ფორმა #2-ის მომზადება: - შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) პირველადი ვერსიის მომზადება, - მასალების ჩამოწერის კონტროლი და ხელმძღვანელობისთვის/ზედამხედველისთვის წარდგენა;
მასალების მიღება და დასაწყობება: - ობიექტზე მოწოდებული სამშენებლო მასალების ხარისხის, რაოდენობის შემოწმება და მათი სწორი დასაწყობების ორგანიზება;
ხარვეზების აღმოფხვრა: - სამუშაო პროცესში დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, მათი ოპერატიულად გამოსწორება (ბრიგადების მიერ) და ანგარიშგება ზედამხედველ პირებთან;
კრიზისების მართვა: ობიექტზე წამოჭრილი პრობლემების სწრაფად გადაჭრა, ეფექტური კორექტირებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
დოკუმენტაციის წარმოება და ფარული სამუშაოების აქტები: - ობიექტზე საჭირო დოკუმენტაციის დროული წარმოება; - ფარული სამუშაოების აქტების შედგენა, დასურათება, დაარქივება და ზედამხედველისთვის ჩაბარება;
გეგმა-გრაფიკის დაცვა: - სამუშაოების ტემპის მართვა დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის (Schedule) ვადებში ჩასატევად;
საპროექტო განხილვები და ინიციატივები: - საპროექტო-სარემონტო დოკუმენტაციის, - გეგმარება-დიზაინის განხილვაში მონაწილეობა; საჭიროების შემთხვევაში, - პრაქტიკული საპროექტო ცვლილებების ინიცირება; - უსაფრთხოების ტექნიკა (მნიშვნელოვანი პუნქტი პრარაბისთვის): ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი სამუშაო ჯგუფების მიერ;
ანგარიშგება: - ყოველკვირეული შესრულებული სამუშაოების ანგარიშის მომზადება და მომდევნო კვირის სამუშაო გეგმის უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/wjRXjk9
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.