მენტალური არითმეტიკის კურსის ინსტრუქტორი
სასწავლო ცენტრი "მომავლის შემქმნელები" აცხადებს ვაკანსიას მენტალური არითმეტიკის (UCMAS) კურსის ინსტრუქტორის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ბავშვებთან მუშაობა და სურთ პროფესიული განვითარება თანამედროვე საგანმანათლებლო მიმართულებით. განვიხილავთ როგორც გამოცდილ ინსტრუქტორებს, ასევე კანდიდატებს მენტალური არითმეტიკის სწავლების გამოცდილების გარეშე.
ძირითადი მოვალეობები:
- მენტალური არითმეტიკის გაკვეთილების ჩატარება UCMAS-ის საერთაშორისო პროგრამის შესაბამისად;
- მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და განვითარების ტემპის გათვალისწინება;
- მოსწავლეთა პროგრესის შეფასება და მშობლებთან კომუნიკაცია;
- საინტერესო, ინტერაქციული და მოტივაციური სასწავლო გარემოს შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- მათემატიკური აზროვნებისა და ლოგიკური უნარების კარგი დონე;
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- ახალი მეთოდოლოგიის ათვისებისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
- მენტალური არითმეტიკის სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- UCMAS-ის პროგრამით პროფესიული გადამზადების შესაძლებლობას;
- მზა სასწავლო პროგრამასა და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და სამუშაო დატვირთვის შესაბამისად;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სასწავლო ცენტრ "მომავლის შემქმნელების" ფილიალები.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე. წერილის სათაური: მენტალური არითმეტიკის კურსის ინსტრუქტორი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.