7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

X1E4TXF9 გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

სერვის მენეჯერი

რესტორანი მაისის ეზო via hr.ge
ქუთაისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾2500 / თვეში ბოლო ვადა:

რესტორანი „მაისის ეზო“ აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს რესტორნის მომსახურების პროცესს, მართავს დარბაზის გუნდს და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები - რესტორნის სერვისის ყოველდღიური პროცესის მართვა და კონტროლი; - მომსახურების მაღალი სტანდარტის დანერგვა, დაცვა და მუდმივი მონიტორინგი; - მიმტანების, ჰოსტებისა და მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების კოორდინაცია; - ცვლის დაწყებამდე გუნდის ბრიფინგის ჩატარება და მოვალეობების გადანაწილება; - თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის, გარეგნული იერსახისა და მომსახურების სტანდარტების კონტროლი; - ახალი თანამშრომლების გადამზადება და მომსახურების სტანდარტების სწავლება; - სტუმრების დახვედრისა და განთავსების პროცესის კონტროლი; - ჯავშნების, ჯგუფებისა და სპეციალური ღონისძიებების მომსახურების ორგანიზება; - დარბაზსა და სამზარეულოს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; - შეკვეთების სწორად და დროულად მიწოდების კონტროლი; - სტუმრების განსაკუთრებულ მოთხოვნებზე, შენიშვნებსა და უკმაყოფილებაზე პროფესიონალური რეაგირება; - პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების ადგილზე მართვა და გადაწყვეტა; - სტუმრების უკუკავშირის მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა; - დარბაზის სისუფთავის, სერვირების, მზადყოფნისა და საერთო ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი; - მომსახურების პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი დროული აღმოფხვრა; - მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რესტორნის მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია; - სერვისის მართვის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია; - ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია; - რესტორნის მომსახურების სტანდარტებისა და ეტიკეტის საფუძვლიანი ცოდნა; - გუნდის მართვის, კონტროლისა და თანამშრომლების გადამზადების უნარი; - სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა და მაღალი მომსახურების სტანდარტის შენარჩუნების უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; - პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების ეფექტურად მართვის უნარი; - დატვირთულ სამუშაო გარემოში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - გამართული კომუნიკაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები სამუშაო ადგილი: რესტორანი „მაისის ეზო“, ქუთაისი სამუშაო საათები: 13:00 – 00:00 ანაზღაურება: შეთანხმებით

სხვა ქალაქში მცხოვრები კანდიდატებისთვის: ქუთაისში ჩამოსვლისა და მუშაობის სურვილის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებლით განთავსებასა და კვებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Maisisezo@restaurantmaisi.com გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551999888

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
რესტორანი მაისის ეზო
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა