ფილიალის მენეჯერის ასისტენტი
−23% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,277 ₾ · 109 განცხადება
გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ
"ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი" - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი გრაფიკი: 10:00-19:00/13:00-22:00 (დასვენება 2 დღე) ანაზღაურება: 1500-2000 ლარი
აუცილებელი მოთხოვნა
- უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
- გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
- დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
- ლიდერის უნარ-ჩვევები;
მოვალეობები
- პროდუქციის მიღება;
- ახალი კოლექციის დამუშავება დარბაზში წარმოსადგენად;
- შიდა ტრანსფერების მომზადება საჭიროებისამებრ;
- საწყობის მოწესრიგება;
- მომხმარებლის სერვისის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- დარბაზში წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
- ახალი თანამშრომლების ტრეინინგი;
- პროდუქციის მოვლა/მოწესრიგება;
- სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!