8809 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

X359JWTG გამოქვეყნდა 29 სექ 12 ნახვა

Caucasian PET Company

Caucasian PET Company

მექანიკოსი, შემფუთავ-დამფასოებელი

Caucasian PET Company გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1900 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.

წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ კანდიდატების ძიებას შემდეგ ვაკანსიებზე:

1. მექანიკოსი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
  • მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
  • დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
  • ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
  • ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.
  • ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
  • სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.

თანამდებობრივი მოვალეობები:

  • სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
  • აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
  • ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
  • დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
  • ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.

სამუშაო პირობები: ქალაქი რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (შესაძლოა დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო დასვენების დღეებში);

ანაზღაურება: 1900 ლარიდან ხელზე, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე. იმ მექანიკოსებისთვის, რომლებსაც აქვთ სპეციალური განათლება ან დადასტურებული სამუშაო გამოცდილება განიხილება მაღალი ანაზღაურება. გამოსაცდელი ვადის/სწავლების პერიოდში - 1850 ლარიდან ხელზე (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).

2. შემფუთავ-დამფასოებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა ან სატვირთველის მართვის სერთიფიკატი.
  • ფიზიკურად მუშაობის და მძიმეების აწევის უნარი.
  • ქართული ენის ცოდნა, რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლიანი.
  • ყურადღებიანი.
  • პუნქტუალური.
  • შრომისმოყვარე.

თანამდებობრივი მოვალეობები მოიცავს:

  • მზა პროდუქციისთვის ყუთის აწყობა. ცარიელი ყუთის წონა 11-15კგ.
  • მზა პროდუქციის შეფუთვა. სავსე ყუთის წონა 280-315კგ.
  • შეფუთული პროდუქციის სასაწყობე ზონაში განთავსება.
  • წარმოებაში ხვადასხვა დამხმარე სამუშაოს შესრულება.
  • სასაწყობე და საწარმოო ტერიტორიაზე სისუფთავის უზრუნველყოფა/დასუფთავება და ინვენტარის გაფრთხილება და მათი გამართულობის კონტროლი.

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი. სამუშაო გრაფიკი -08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 სამუშაო დღე: დღე, ღამე, მომდევნო ორი დღე დასვენება + ზეგანაკვეთური სამუშაო საჭიროებიდან გამომდინარე).

ანაზღაურება - 1470 ლარი ხელზე ან 8, 79 ლარი საათში. სწავლების პერიოდის - 1 თვის განმავლობაში - 1400 ლარი ხელზე ან 8, 37 ლარი საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად ნამუშევარ დროზე, საპენსიო გადასახადის გამოკლებით).

პრემირება - წლის მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე. სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ. რუსთავში; კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Caucasian PET Company
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა