Product მენეჯერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას: Product მენეჯერი
პროექტის შესახებ: ციფრული სტარტაპი მობილური აპლიკაციის მიმართულებით, რომელიც უკვე მუშაობს ბაზარზე და სწრაფი ზრდის ეტაპზეა. პროექტი მხოლოდ 1 თვის წინ გაეშვა და უკვე აჩვენებს პირველ შედეგებს, ხოლო წინ დიდი მასშტაბირების და განვითარების პოტენციალია. ეს არის შესაძლებლობა, ჩაერთო ადრეულ ეტაპზე და მიიღო მონაწილეობა სწრაფად მზარდი პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში.
პასუხისმგებლობები: - პროექტის სრული ოპერაციული მართვა - გუნდის მართვა და ყოველდღიური პროცესების კონტროლი - ძირითადი მეტრიკების ანალიზი და გაუმჯობესება - სტრუქტურირებული რეპორტინგი - პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირება და გადაწყვეტა - განვითარების მიმართულებების ინიცირება და შესრულების კონტროლი
გამოცდილება: - გამოცდილება მობილურ აპლიკაციებში ან ვებ-პროექტებში - პროდუქტის განვითარების პროცესის გაგება - მომხმარებლის გამოცდილების (UX) და ინტერფეისის (UI) გაუმჯობესების პროცესის გაგება - მონაცემებზე დაფუძნებული აზროვნება - გუნდის მართვის და გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება
პირობები: - ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, ცოდნისა და პასუხისმგებლობის მოცულობის მიხედვით - ანაზღაურების ფორმატი ინდივიდუალურია — ფიქსირებული ანაზღაურება, ფიქსი + პროცენტი (KPI/შემოსავალზე დაფუძნებული)
განაცხადის წესი: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე და მიუთითეთ თქვენი გამოცდილება მობილურ აპლიკაციებსა ან ვებ-პროექტებში (როლი და მიღწეული შედეგები).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.