ბარისტა-კონსულტანტი
იტალიური სანაყინე-საკონდიტრო "ჯეჯელატო" ეძებს ენერგიულ, შრომისმოყვარე, ერთგულ თანამშრომლებს ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: 7-საათიანი ცვლები (09:00-16:00 და 16:00-23:00) ანაზღაურება: საათობრივი + ბონუსი ადგილმდებარეობა: ფილარმონიასთან
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და სალაროსთან შეკვეთების მიღება;
- პროდუქტის ასორტიმენტისა და მისი შემადგენლობის სრულყოფილად ცოდნა;
- პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობა;
- სამუშო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
- პროდუქტის ვადების და შენახვის წესების დაცვა;
- მიტანის სერვისებთან მუშაობა
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პოზიტიურობა და მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
- გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სალაროსთან;
- ინგლისური ენის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება;
- ანაზღაურებადი სტაჟირებას;
- თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
- საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირებას;
- Fitpass;
- სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სამოტივაციო წახალისებებს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე, აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.