ავტომექანიკოსი
შპს "RPM" აცხადებს ვაკანსიას ავტომექანიკოსის პოზიციაზე, ავტომობილის ზეთის შეცვლის ობიექტზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- ძრავის ზეთის შეცვლა;
- გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა;
- დიფერენციალის/ხიდის ზეთის შეცვლა;
- ძრავის ზეთის, ჰაერის, სალონისა და საწვავის ფილტრების შეცვლა;
- ანტიფრიზის/გამაგრილებელი სითხის შეცვლა და დამატება;
- საჭის ჰიდრავლიკის სითხის შეცვლა;
- ავტომობილის ტექნიკური სითხეების დონისა და მდგომარეობის შემოწმება;
- აკუმულატორის შეცვლა;
- სამუშაო პროცესის ხარისხიანად და უსაფრთხოების წესების დაცვით შესრულება;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტომობილების მიმართ ინტერესი და სურვილი, რომ განვითარდეს ამ სფეროში;
- პასუხისმგებლობისა და სწავლის სურვილი;
- ყურადღებიანობა და პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ავტომექანიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ განვითარებასა და პრაქტიკაში სწავლას;
- მოწესრიგებულ სამუშაო პირობებს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მობილურზე ან გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მისამართზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.