ოფისის ადმინისტრატორი
ჰელიოს შიფფინგ ახცადებს ვაკანსიას პოზიციაზე : ადმინისტრატორი საკრუინგო კომპანიაში
ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ დმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერას და დაეხმარება გუნდს მეზღვაურებთან დაკავშირებული ძირითადი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში.
მოვალეობები: - ოფისის ადმინისტრირება - ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და საჭირო მასალების მარაგების კონტროლი. - შემოსული ზარების, ელფოსტისა და კორესპონდენციის მართვა. - ოფისში სისუფთავის შენარჩუნების კონტროლი (არ იგულისხმება ოფისის დალაგება, იგულისხმება ყოველდღიურად ნაგვის გატანა) - სტუმრების მიღება, მომსახურება და ადმინისტრაციულ საკითხებში დახმარება. - ოფისის დოკუმენტების მოწესრიგება და შენახვა. - ხელმძღვანელობის დახმარება ყოველდღიური ადმინისტრაციული დავალებების შესრულებაში. - მეზღვაურთა დასაქმების პროცესის მხარდაჭერა - მეზღვაურების დოკუმენტების შეგროვებასა და მოწესრიგებაში დახმარება. - ეკიპაჟის მონაცემების შენარჩუნებასა და განახლებაში დახმარება. - საჭიროების შემთხვევაში მეზღვაურთა დასაქმების გუნდთან დაკავშირებული ძირითადი ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა.
მოთხოვნები - ინგლისური ენის ცოდნა — B2 დონე. - Microsoft Officeის პროგრამების ცოდნა. - ორგანიზებულობისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები. - ოფისის ადმინისტრირების წინა გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. - საზღვაო ან მეზღვაურთა დასაქმების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00–19:00 საათამდე, ერთსაათიანი შესვენებით.
მისამართი - ბათუმი, ქვედა სალიბაური, მე5 ქუჩა, №1.
ტრანსპორტირება - კომპანია უზრუნველყოფს ყოველდღიურ ტრანსპორტირებას დანიშნული შეკრების ადგილიდან ოფისამდე და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ უკან.
დამატებითი ბენეფიტები - კორპორაციული SIMბარათი და მობილური კავშირის ხარჯების დაფარვა. - ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება.
დასაქმების უფლება განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში მუშაობის კანონიერი უფლება აქვთ.
როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტებზე. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: „Administrator"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.