9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

XM5XN0MA გამოქვეყნდა 17 ოქტ 63 ნახვა

სელფი მობაილი

სელფი მობაილი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

სელფი მობაილი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ოქტ

კომპანიის აღწერა ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად. ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.

ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია: „ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"

სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში. სამუშაოს აღწერა

სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქოლ-ცენტრის ოპერატორის როლზე. სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი სამუშაო გრაფიკი არის მცოცავი, გულისხმობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებს.

შერჩევის ეტაპები: გასაუბრება და ტრენინგი.

ძირითადი მოვალეობები: - სელფი მობაილის სატელეფონო ცენტრში შემოსული ზარების მიღება - არსებული და პოტენციური აბონენტებისთვის ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევა - კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით (სატარიფო გეგმის ცვლილება, მომსახურებების ჩართვა/გამორთვა და სხვა) - პრობლემების და მათი მოგვარების გზების იდენტიფიცირება - მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა

თუ შენ: - სასურველია გქონდეს უმაღლესი განათლება, ან ხარ სტუდენტი - სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება - სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას, დამატებით რომელიმე უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად - გაქვს MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, PowerPoint) - შეგიძლია გამართულად მეტყველება - გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ხარ კომუნიკაბელური

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ მოცემულ ბმულზე: https://smrtr.io/Cpqw2 გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი , 2026 დამატებითი ინფორმაცია რატომ სელფი

ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.

ჩვენ ვაფასებთ: - პასუხისმგებლობას (Ownership) - საქმის ხახრისხიან შესრულებას - პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.

სელფი მობაილში შეგიძლია: - დასახო ამბიციური მიზნები - თამამად გამოხატო შენი აზრი - ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი - ისწავლო და ასწავლო სხვებს.

ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს: - ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა - პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც" - სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა - კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია - გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა