გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

XQ5ARJPP გამოქვეყნდა 13 ნოე 6 ნახვა

მიმღები

კენ ვოლკერის კლინიკა გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

"კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას მიმღების (ფრონტ-დესკის) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები

  • თავაზიანი ურთიერთობა კლინიკაში მომსვლელთან/სტუმართან, კლიენტთან;
  • კლინიკის სტანდარტების მიხედვით მომხმარებლების მიღება, დაკვალიანება და შემდგომ გაცილება;
  • სასურველი ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა მომსახურების, პროცედურებისა და ტარიფების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან /და შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • მოტანილი ამანათების/წერილების მიღება, აღრიცხვა და შესაბამის პირისადმი მიწოდება
  • სადისტრიბუციო პირების დაკვალიანება - შესაბამის პერსონალთან დაკავშირება
  • საჭირო დოკუმენტაციის (ამბულატორიული ბარათი, ინვოისი, ვაუჩერი, საგარანტიო წერილი, მომსახურების ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება და სხვა.) წარმოება და კლიენტებისათვის მიწოდება;
  • კლინიკის მომხმარებლის სისტემაში რეგისტრაცია (პროგრამაში აღრიცხული პაციენტების რეგულარული კონტროლი, სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოება, არსებული ბაზის ამოღება და საჭირო ინფორმაციის სამინისტროს პორტალზე ატვირთვა);
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი მოთხოვნები

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და გუნდურ გარემოს

სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიმღების პოზიცია.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა