9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Y3W4HGTD გამოქვეყნდა 15 ოქტ 46 ნახვა

ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერი

შესვლა და განაცხადი
₾2300 / თვეში +8% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 16 ნოე

შპს "ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს" Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებისა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას. Schindler-ს უკვე 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME - Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერის თანამდებობაზე.

ვალდებულებები:

  • კლიენტებთან პროექტების კოორდინირება: ტექნიკური გუნდისთვის და კლიენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის, ინვოისებისა და აქტების შექმნა, გადაგზავნა, კომუნიკაცია და თვალდევნა, ასევე ავარიული აქტებისა და სხვა საბუთების დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.
  • სერვისის პროცესების კოორდინირება, თვალდევნა და მართვა.
  • ავარიული გამოძახების მართვა (თანამშრომლის გაგზავნა შესაბამის ობიექტზე ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით).
  • საჭიროებისამებრ, პროექტებზე არსებული ლიფტებისა თუ ესკალატორების სათადარიგო ნაწილების შეკვეთა და გამოწერა.
  • კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ელფოსტისა და სატელეფონო საშუალებით.
  • ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 1 წელი.
  • პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, შემოქმედებითი აზროვნება.
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და ამოცანების შესრულების ვადების დაცვის უნარი.
  • მოლაპარაკებებისა და საქმიანი მიმოწერის უნარი.
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
  • უმაღლესი განათლება სავალდებულოა — ბაკალავრის დიპლომი; სასურველია ეკონომიკის, მარკეტინგისა და საინჟინრო მიმართულებით.

ვადები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი.
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-დან 18:00 საათამდე.
  • ხელფასი: 2300 ლარი.

კანდიდატებს გთხოვთ, ელფოსტაზე წარმოადგინოთ CV სათაურით "ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერის თანამდებობაზე" არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა