გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Y4Y8M9Z3 გამოქვეყნდა 30 ოქტ 40 ნახვა

შრომის უსაფრთხოების და საველე მენეჯერი

HRRA

HRRA

HRRA გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗

დაქირავებული თანამშრომელი შეასრულებს სამუშაოს შპს „ეიჩარი“-ს ერთ-ერთი საერთაშორის კომპანიის თხილის ბაღებში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში.

სამუშო განრიგი: კვირაში 5 დღე, 40 საათი, სამუშაოს დაწყებისა და დასრულების დრო სამუშაოს სეზონურობიდან გამომდინარე იქნება განსხვავებული დაწყების დრო 07 საათიდან 09 საათის შუალედში, ხოლო დასრულების დრო 18 საათიდან 20 საათის შუალედში.

ძირითადი უფლება-მოვალეობები

  • სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის თანამშრომლების მოძიება.
  • დროებითი თანამშრომლების შესაბამისი საბუთების (პირადობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები და ა,შ) შეგროვება.
  • დროებითი თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოცხადების უზრუნველყოფა.
  • თანამშრომლების აღრიცხვა სამუშაოს დაწყების და დასრულების დროს.
  • შესრულებული სამუშაოს შედეგების აღრიცხვის/უწყისების შემოწმება და სისწორის გაკონტროლება.
  • საველე სამუშაოებზე სხვადასხვა საკითხებზე მომუშავე პერსონალთან და მათ სუპერვაიზერებთან მუდმივი კომუნიკაცია.
  • საველე სამუშაოებზე წესრიგისა და მოთხოვნებთან შესაბამისად სამუშაოს შესრულების გაკონტროლება.
  • პერსონალისათვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება, რომლებიც დაფუძვნებული იქნება შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშრებულ საფრთხეებსა და რისკებთან.
  • სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი.

მოთხოვნები

  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა.
  • აუცილებელია შრომის უსაფრთხოების მოქმედი სერტიფიკატის ქონა.
  • საველე პირობებში მუშაობის მზადყოფნა.
  • სასურველია სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, როგორც საველე, ისე ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით.

ბენეფიტები

  • ავტომობილის საწვავის ლიმიტი.
  • მობილური ტელეფონის ლიმიტი.

დაინტერესებულმა კანდიდატებს გთხოვთ, დაგვირეკოთ +995 577 242 950

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე: project11@hr.ge

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა