Senior ინჟინერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - Senior ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით. ანაზღაურება: 4500-5000 Net
ინგლისური ენის ცოდნა სასურველია პროფესიული კომუნიკაციისთვის
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (საინჟინრო ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია) მომზადება, მართვა და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის გადაცემა.
- პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში გათვალისწინება და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის განაწილება.
- პროდუქტის შემადგენელი დეტალების ნახაზების შესაბამის პროგრამაში შექმნა/მომზადება, ასევე არსებული ნახაზების დამუშავება და საწარმოო პროცესში ჩაშვება.
- Junior და Middle Engineer-ების ტექნიკური მიმართულებით მხარდაჭერა, კონსულტირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
ფუნქცია-მოვალეობები:
- საინჟინრო მასალების მომზადება წარმოების შეკვეთებისთვის;
- სამუშაო ნახაზების შექმნა/დამუშავება;
- კომპიუტერული ფორმატების განსაზღვრა და შენარჩუნება;
- საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერა წარმოების მიმართულებისთვის;
- ყველა საინჟინრო ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა- ფაილების დოკუმენტირება და სათანადოდ შენახვა.
- სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ჩატარება
- წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, პროდუქტის ტექნიკური დეტალების გაცნობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ა საინჟინრო/მექანიკის ინჟინერიის მიმართულებით;
- AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების ან მასთან მიახლოებული/მსგავსი პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება საინჟინრო, საპროექტო ან მსგავს პოზიციაზე;
პიროვნული უნარები:
- ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ლიდერობის უნარი
- თავდაჯერებულობა
- ორგანიზებულობა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Senior ინჟინერი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.